დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს რეალიზაცია – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გაზარდოს მეტი ჩემპიონი და არა მოწევაზე დამოკიდებული თაობები. ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია. „ვიდრე მთელი ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგობდა, პარლამენტში საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საზიანო, კიდევ ერთი გარიგება შედგა. 74 ხმით […]

ვარკეთილში ახალი აუზი “ტერასა ნამი” გაიხსნა – ინვესტიცია ₾120 000

თბილისის ზღვიდან 300 მეტრში, ვარკეთილის მეურნეობაში, ახალი დასასვენებელი ობიექტი “ტერასა ნამი” გაიხსნა, რომელიც ღია აუზსა და ბუნგალოს მოიცავს და, რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, წვეულებების გამართვის საშუალებასაც იძლევა. როგორც ობიექტის დამფუძნებელი, არჩილ მინდიაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, “ტერასა ნამის” მშენებლობა შარშან ზაფხულს დასრულდა, თუმცა, უამინდობის გამო, ობიექტმა მხოლოდ 4 კვირას იფუნქციონირა. “აუზზე ერთჯერადი ვიზიტი 35 ლარია, 16 წლამდე მოზარდებისთვის […]

ზოგმა კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის შეჩერებაზე მოგვმართა – AACI

კლინიკების დიდი ნაწილი საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად ემზადება. ჰოსპიტალურმა სექტორმა უკვე გააფორმა ხელშეკრულებები აკრედიტაციის გამცემ კომპანიებთან, თუმცა არის საკითხები, რომელიც აღნიშნულ პროცესში გამოწვევად სახელდება. ამერიკის აკრედიტაციის კომისიის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე პრეზიდენტი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ მათი კომისია საქართველოს მასშტაბით 50-მდე კლინიკას ემსახურება. მისი თქმით, ნაწილმა აკრედიტაციის მოპოვება უკვე შეძლო, ნაწილი კი შემოწმების პროცესისთვის ემზადება. მორჩილაძე აცხადებს, […]

NYT: ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნას განიხილავს

NYT-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას განიხილავს. მათი ცნობით, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა მის ერთ-ერთ ახლო პოლიტიკურ პარტნიორს და მოკავშირეს ესაუბრა და უთხრა, რომ მან შესაძლოა ვერ შეძლოს კანდიდატურის “გადარჩენა” თუ ამაში უახლოეს მომავალში საზოგადოებას არ დაარწმუნებს. როგორც ცნობილია, ბაიდენის გარემოცვაში კანდიდატურის გადაყენების შესახებ საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ […]

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. რუსთავი 2-ის ცნობით, ის გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს. ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. 2019 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლისა და ბრიჯაოს მედლებიც აქვს მოგებული.

ერთ წელიწადში ჰოსპიტლებისა და ამბულატორიების სერვისები 3%-ით გაძვირდა – ივნისის სტატისტიკა

მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კი ფასები 0.2 პროცენტითაა შემცირებული. ეს შემცირება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ფასების ხარჯზე მოხდა, სადაც თითქმის 2%-იანი კლება დაფიქსირდა, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სერვისები კი თითქმის 3%-თაა გაძვირებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში […]

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ

იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ “ოკუპანტი” და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი – ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესწორების გარეშე ტექსტი ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და […]

დავით მუჯირი – იმედი გვაქვს, ვილი სანიოლი კონტრაქტის ვადაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნება – ჩვენი სურვილია, რომ გავახანგრძლივოთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციას სურს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. როგორც მუჯირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, შესაძლოა, გადაიხედოს ვილი სანიოლთან კონტრაქტით გაფორმებული პირობები. „პირობებზე ჯერ არ გვისაუბრია. ლოგიკურია, რომ ახლა უკვე სხვა პირობებზე მოგვიწიოს დალაპარაკება. ჩვენი სურვილია, რომ გავახანგრძლივოთ, თუმცა ამ ეტაპზე […]

“გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!” – გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს. “მშვი­დო­ბით ოქ­როს ბიჭო! ეს რა დაგ­ვე­მარ­თა: (მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში, ნუგ­ზარ წურ­წუ­მია სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს). გული მეგლი­ჯე­ბა, ჩემი წურ­წი­კა! უნი­ჭი­ე­რე­სი წურ­წი­კა”, – წერს მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი. წურ­წუ­მია 27 წლის იყო. ნუგ­ზარ წურ­წუ­მია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი 2019 წელს გახ­და, რო­დე­საც ყა­ზა­ხეთ­ში გა­მარ­თუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ყა­ზა­ხი […]

“ტორპედომ” თბილისის “დინამოს” სძლია და სუპერთასს დაეუფლა

საქართველოს სუპერთასის ფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ქუთაისური გუნდი 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები შეტევებზე გადავიდნენ, ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა, მეკარე კლიაიჩმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ მანჯგალაძემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ბოლოს კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში დინამოელთა მეკარე მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს […]