საერთაშორისო პროექტები დამფინანსებლების პოლიტიკით სრულდება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

“საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხით მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ამავე საფინანსო ორგანიზაციების პოლიტიკითა და წესებით სრულდება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. BMG-იმ უწყებას ჰკითხა: ქართული კომპანიები მსხვილი პროექტების კონტრაქტორები ვერ ხდებიან და მოლაპარაკებების დროს სამინისტრო დონორებთან ამ საკითხს რამდენად აყენებს? წერილობით პასუხში, სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასესხო პირობები მკაცრად არის გაწერილი. […]
“შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა… მარტო დარჩა” – მაგდა კლდიაშვილი

როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, […]
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 20 ქულით დამარცხება სჭირდება

რიგაში, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ფილიპინებმა ლატვია 89:80 დაამარცხა. ფილიპინებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, რომელიც 16 ქულით მოიგეს, შემდეგ 28 ქულითაც დაწინაურდნენ, ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს. შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან 55:83 წააგო, დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად 20 ქულით მოგება სჭირდება. საქართველოსა და ფილიპინების […]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

38 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ თბილისის “დინამო” დატოვა და კვიპროსის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ არადიპუს “ომონიაში” გადავიდა. “ომონია” მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ნაკრების გამოცდილ მეკარესთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ჩვენ გიორგის “ომონიას” ოჯახში მივესალმებით და მომავალ სეზონში ჩვენი კლუბის ფერების დასაცავად წარმატებებს ვუსურვებთ”, – წერს კლუბის საიტი. ლორია 2019-2023 წლებში კვიპროსის “ანორთოსისის” ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში […]
ამერიკის საელჩოში მყოფმა ალეკო ელისაშვილმა ძლივს მოთოკა თავი

ამერიკის საელჩოში მყოფმა ალეკო ელისაშვილმა ძლივს მოთოკა თავი, როდესაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისულ სტუმრებს შორის “ქართული ოცნების” ცალკეული ლიდერები და სამართალდამცველები დაინახა. ამის შესახებ მან 3 ივლისს, ტელეკომპანია “ლელო-პირველი”-ს ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან ამერიკის საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ემოციების შეკავება მოუხდა.
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნეს – “მთის ამბები”

გამოცემა “მთის ამბების” ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ მათი რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად სცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში. ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციამ გელა მთივლიშვილი 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს, აქციაზე დააკავეს. მთივლიშვილის თქმით, იგი […]
“ტორპედომ” თბილისის “დინამოს” სძლია და სუპერთასს დაეუფლა [VIDEO]

მატჩი მეტად საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ქუთაისური გუნდი 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები შეტევებზე გადავიდნენ, ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა, მეკარე კლიაიჩმა რამდენიმეჯერ იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ მანჯგალაძემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ბოლოს კუთხურის ჩაწოდებისას მეტოქის საჯარიმოში დინამოელთა მეკარე მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და მარცხი განიცადეს. დინამო (თბ) – ტორპედო 1:2 გოლები: 0:1 ჟუნიორი […]
ამილახვარი პედაგოგების ხელფასზე: ნდობას ვუცხადებთ პირდაპირ, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს

ჩვენ ავიღეთ სამართლიანი გადანაწილების პრინციპი და ვთქვით, რომ თითოეულ პედაგოგს, ვისაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, სისტემა ნდობას უცხადებს პირდაპირ, არ აქვს მნიშვნელობა მათ სტატუსს – დატვირთვის საათების მიხედვით იქნება ანაზღაურება. […] რაც იყო და არის მასწავლებლების მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ჩვენ სტატუსის დანამატი არ გვინდა, საბაზო ხელფასი გაგვიზარდეთ, მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც უკავშირდება გამოცდების ჩაბარებას, პორტფოლიოების […]
კობიაშვილი სანიოლის მომავალზე: მას დიდი სურვილი აქვს, რომ აქ იყოს

ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ვილი სანიოლთან სამომავლო გეგმებზე საუბარი დავიწყეთ. მასთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე გვაქვს, თუმცა, ვილიმ ჩვენი პოზიცია იცის – გვინდა, რომ ის ჩვენთან რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს. ჩვენც ვიცით მისი პოზიცია – ვილისაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ აქ იყოს. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე ოფიციალურად გვეცოდინება, მომავალ წელს რა იქნება.
საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119-ე ადგილზე, ხოლო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციაზეა

საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, მსოფლიოში 119-ე ადგილზეა – ამის შესახებ ინფორმაციას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საზღვაო სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ მონაცემებს – ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსი წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ყოველწლიური კვლევის თანახმად საქართველოს მსოფლიოში – 119 ე ადგილი უკავია. რაც შეეხება შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს, მათი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: […]