„რუსული კანონის“ მიღებით განვითარებული მოვლენების გამო თბილისში 6 ბიზნეს ღონისძიება გაუქმდა – BTL Georgia

მმართველი პარტიის მიერ ე.წ რუსული კანონის მიღების შემდგომ დედაქალაქში სამოქალაქო პროტესტის გავლენით თბილისში რამდენიმე ბიზნესს ღონისძიება გაუქმდა. კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გავლენა საქმიან ტურიზმზე მკვეთრი და აშკარა იყო. გაუქმებულია ვიზიტები პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. „ზემოქმედება მკვეთრი და აშკარა იყო. ერთი მხრივ გვქონდა დადასტურებული პროექტების გაუქმება და […]

როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი ქუთაისში?

Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ივნისის მეორე ნახევრიდან ტურიზმის სექტორი იმერეთში დასტაბილურდა. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა ჯავშნები აღარ უქმდება, ძირითადი ინტერესი კი გალფის ქვეყნებიდან შეინიშნება. „ჩავარდნილი გაზაფხულის შემდეგ, რაც ცნობილმა მოვლენებმა განაპირობა, ზაფხულის ტურისტული სეზონი შედარებით დასტაბილურებით დაიწყო. ივნისის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, ჯავშნები აღარ უქმდება და ასევე ახალი ჯავშნები […]

რატომ უთხრა უარი წამყვანმა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვის გამოსვლაზე – რა ისმის კადრებში, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

· 524 თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობდა, ბუდუ ზივზივაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა. კადრებში ჩანს, რომ ცერემონიის წამყვანი, დიმა ობოლაძე ფეხბურთელს სიტყვით გამოსვლაზე უარს ეუბნება. “შენ არ გამოდიხარ , არ გაქვს სიტყვა “– კადრებში ისმის ესსიტყვები,რომელსაც ობოლაძე ბუდუს ეუბნება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, სადაც ქართველ გულშემატკივრებს შეხვდნენ. გულშემატკივრებმა ნაკრებს “ევრო2024″–ზე მიღწეული […]

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს ქალაქ გუმიში მოხდა, სადაც რობოტი ადგილობრივ მერიაში 2023 წლიდან მუშაობდა. მას 09:00-დან 18:00 საათამდე გადაჰქონდა საბუთები და კონსულტაციებს უწევდა მოქალაქეებს. მას სართულებს შორის გადაადგილება და ლიფტის გამოძახებაც შეეძლო. ცოტა ხნის წინ რობოტი კიბიდან დაგორდა და დაიმტვრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტამდე ის […]

ნუგზარ წიკლაური – მაქვს რწმენა, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნება ოპტიმალური კონფიგურაციები – „ახალში“ საუბარი მიმდინარეობს „ლელოსთან“, დაიწყება სხვა პარტიებთანაც

ახლა უმთავრესია არა ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიების სარგებელი, არამედ ის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება. „ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს, პარტიები ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს თავისი საგარეო პოლიტიკური თუ სხვა […]

ფოთში, მდინარე რიონთან ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონთან ქალის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული

ის მასშტაბური დახვედრა, რომელიც მოვუწყვეთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოუწყო მათ, იყო აბსოლუტურად დამსახურებული ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის განცდა, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ შედგა ნამდვილი ზეიმი და ამას თითოეული ფეხბურთელი იმსახურებდა. „ჩვენმა ფეხბურთელებმა გვაჩუქეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყის […]

პროკურატურამ გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო — „მთის ამბები“

პროკურატურამ „მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „მთის ამბები“ ავრცელებს. გელა მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას, იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას […]

კუპატაძე: სანქციებზე ინფორმაცია არ არსებობს, საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან

სანქციებზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ამერიკის საელჩოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ამერიკასთან, მე უკვე ორი ათეული წელია ვმოგზაურობ ამერიკაში, როგორც სამსახურებრივი, ასევე, ოჯახთან ერთად ვიზიტებით და არასდროს პრობლემა არ მქონია. ახლაც ზუსტად საათი და 40 წუთის წინ ჩამოვედი ამერიკიდან, აეროპოტიდან მოვდივარ.

კობახიძე აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეზე: ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა

მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, […]