რაგბი ევროპა | თებერვლის განრიგი

2025 წლის თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები, რომლებიც ა ჯგუფში მოხვდნენ, წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, “ავჭალაზე” გამართავენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას 16 საათზე უმასპინძლებენ; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ. […]
შავი ზღვა ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა – Greenpeace

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი გახდეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგები დაემუქროს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის წერს. Greenpeace-ის გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი მაინც მოხვედრილიყო. ქერჩის სრუტის წყლებში ორი ტანკერიდან, მინიმუმ, 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა. მათივე ინფორმაციით, […]
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე, ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, – ამის […]
ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა

ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ესტონეთთან და ლიეტუვასთან საქართველო დარჩა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. „ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამის ძალებს ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას […]
“კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს” – ჩერგოლეიშვილი

კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე ქართული ოცნება მაფინანსებს. (ფულის გარეშე ისინი ხომ არარაობები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მხარდამჭერთა მცირე შემოწირულობებით – უკიდეგანოდ უნიჭო ხალხია.) ამიტომ, ქართულ ოცნებასთან შეკვრას მაბრალებენ. კარგად მომისმინეთ: მაგ სიმართლით იაროს კეზერამ, მისმა ოჯახმა, მისმა საყვარელმა […]
“კობახიძე, რატომ ცრუობთ პატივცემულო?” – ფოფხაძე

ირაკლი კობახიძე, რატომ ცრუობთ პატივცემულო? სლოვაკეთი-უნგრეთის გარდა, თქვენზე სიტყვა სხვას არავის დაცდენია. გეგონება საკუთარი თვალით არ ვნახეთ რა მოხდა და როგორ? ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო 5 ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი
“რამ გადაიყვანა ჭკუიდან საზმაუს მმართველი ელიტა? საქმე მარტივადაა, მათ მყუდროება დაერღვათ…” – ლორთქიფანიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობასთან მჭიდროდ დაკავშირებული წამყვანები გამწარებულნი არიან და მრისხანებენ. გუშინ ერთ-ერთი მათგანი “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ-გამეხებული”. რამ გადაიყვანა ჭკუიდან ჩვენი ტელევიზიის მმართველი ელიტა? საქმე მარტივადაა, მათ მყუდროება დაერღვათ… აქამდე ყველაფერი კარგად იყო: პარტიამ არხი “ქართული ოცნების” ცეკას მდივანს თუ თავმჯდომარის მოადგილეს – ვასიკო მაღლაფერიძეს ჩააბარა, ბ-ნმა ყველა მთავრობაში ნამსახურებმა […]
კახა გოგოლაშვილი – საჭიროა საქართველოს საკითხში დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩართულობა და სანქციების პოლიტიკით „ქართული ოცნებისთვის“ უფრო სერიოზული მესიჯების გაგზავნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. – ბატონო კახა, დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. საქართველოს საკითხი განიხილეს უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად. საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაასანქცირა დიპლომატიური პასპორტების […]
„რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ – ამ სლოგანებით ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ , ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები. […]
კახა კალაძე – დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს – ძალიან მარტივად შევძლებ გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა

დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „რის გამო უნდა შეუზღუდო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება, […]