კახა კალაძე – დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს – ძალიან მარტივად შევძლებ გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა

დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. „რის გამო უნდა შეუზღუდო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება, […]
მიხეილ სააკაშვილი – ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხელისუფლება, ფეხბურთის თამაშით არ წავა

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით მოსული ხელისუფლება, ფეხბურთის თამაშით არ წავა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ნამდვილად საერთო სახალხო რევოლუცია. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან დაუნდობელ ძალასთან. „გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ევროკავშირმა შემოიღო […]
კახა კალაძე – მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს – ვფიქრობ, კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთ საათში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე!

მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს – ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშევი, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ პოზიციების მშვიდობიან ფორმაში გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს […]
პაატა ზაქარეიშვილი – სანქციები კარგი და აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი – „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია, ეგონათ, ყინვები უშველიდა, მაგრამ აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა

ქართველმა ხალხმა ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რომ ევროპამ დაინახოს, ევროკავშირს დღევანდელ ხელისუფლებასთან ფლირტი კარგს არაფერს მოუტანს და კრიზისი უფრო გაღრმავდება – ის, რისიც “ქართულ ოცნებას” ეშინია, ქართველი ხალხია. ცდილობენ, თარიღიდან თარიღამდე გაწელონ დრო, ეგონათ, ყინვები უშველიდა, მაგრამ აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროტესტზე და ასევე, დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის მოსალოდნელ […]
„რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ – ამ სლოგანებით ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ , ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები. […]
აშშ-ში ქართველი ეკონომისტის ახალი წიგნი გამოიცა

მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.). როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნში გაერთიანებულია ესსეები, რომლებშიც განხილული საკითხები ეკონომიკური მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ სქემებში ვერ ჯდება. „წიგნის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მასში ეკონომიკის […]
გერმანელების უმეტესობა ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავდა – გამოკითხვა

გერმანელების უმეტესობა ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენებას აუკრძალავდა – გამოკითხვა გერმანელთა უმრავლესობა მხარს დაუჭერდა კანონს, რომელიც კრძალავს 16 წლამდე ბავშვების სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს შედეგი აჩვენა სოციოლოგიური ინსტიტუტის YouGov-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. წელს ასეთი კანონი ავსტრალიაში მიიღეს, რამაც მწვავე დისკუსიები გამოიწვია ეროვნულ მედიასა და სოციალურ ქსელებში. გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელების 77% […]
„დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება… პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და აშშ-დან“

„დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება… პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და აშშ-დან“ ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, სანქცირებულ მთავრობას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან არავინ დაელაპარაკება და არ […]
“პატარა დისკომფორტია, მაგრამ არა უმეტეს” – კობახიძე დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვის პასუხად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის დაწყებაზე. მისი სიტყვებით, “ეს არის სიმბოლური ჟესტი”. “საუბარია იმაზე, რომ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს შემოღებული დიპლომატიურ პასპორტზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეხვალ დიპლომატიური პასპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდრე წახვალ […]
დღეს რა განცხადებებსაც აკეთებს ქალბატონი კაია კალასი, არის უსამართლობის და არაკეთილსინდისიერების მწვერვალი

„დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოაცალოს მისი მთავარი ფუნდამენტი – სამართლიანობა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებზე მდიდარი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, რადგან ამ სივრცეში ჩვენ გვეგულება სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, როცა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესების თემაზე ისაუბრა. „საქართველოს […]