საჯარო სამსახურებში ქართული ენის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც არ მოეთხოვებათ – სიმონიშვილი

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი: “რეალურად “ქართული ოცნების” მომზადებული ცვლილება იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც. საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე […]
ნეიმარს კარიერის გაგრძელება მაიამის “ინტერში” სურს

“ალ ჰილალის” ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს კარიერის გაგრძელება მაიამის “ინტერში” სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გარიგება დიდი ალბათობით, ზაფხულში განხორციელდება, როდესაც ნეიმარი თავისუფალი აგენტი გახდება. ბრაზილიელს ყოფილ თანაგუნდელებთან – ლიონელ მესისთან, ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან კიდევ ერთხელ თამაშის იდეა ძალიან მოსწონს, მაიამის “ინტერს” კი ასევე მისი ყოფილი […]
ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი – საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ

საქართველოში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და სხვა ზომებს სრულად მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ […]
ლევან ბეჟაშვილი – აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით! – ამის შესახებ “ერთიანობა – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხება. “ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო […]
„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. ისინი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მსვლელობის მონაწილეებმა საავტომობილო გზა სრულად გადაკეტეს. მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – “არჩევნები“, […]
ლანა გალდავა – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგება

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს. მისივე თქმით, ცვლილებებით უფლებამოსილება უფართოვდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს. „საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს მდგარი ქართველი ხალხის ჯანსაღი პროტესტით გაბრაზებულმა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, სასწრაფო წესით, ცვლილებები შეიტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომელიც დიდწილად ეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების […]
რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენი ფულიდან დარიგდა

რუსეთიდან შეწყვეტილი დაფინანსების გამო [მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი აფხაზეთში პრორუსული კანონების მიღებასთან დაკავშირებით პროსტესტის გამო] აფხაზეთში ხელფასები ელექტროენერგიის შესაძენად გათვალისწინებული რეზერვებიდან რიგდება, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს. ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ კომერციულ ფასად ელექტროენერგიის ნაკადის შეძენა პირველი ნოემბრიდან დაიწყო. ის ასევე ამბობს, რომ თანხები, რომლებიც რეზერვირებული იყო რუსეთიდან კომერციული […]
„რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“ – ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზართან სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით – “არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“, „ცეცხლი ჭამეთ“ , ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები. […]
რუსეთი მომდევნო ათწლეულში NATO-სთან კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს – ბელოუსოვი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის თქმით, რუსეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში “ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის, ევროპაში NATO-სთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის”. “ამაზე მეტყველებს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში NATO-ს სამიტზე მიიღეს. ეს ასევე აისახა აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების დოქტრინალურ დოკუმენტებში” – თქვა ბელოუსოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გამოსვლისას. კოლეგიის სხდომაზე ასევე […]
რიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, რაც შეეხება კანონებს, მზად ვართ დისკუსიისთვის – ირაკლი კობახიძე

რიგგარეშე არჩევნების არავითარი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წლის წინ ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა, 2 წელი ლაპარაკობდნენ, რომ აუცილებლად შედგებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა როგორც შედგა რიგგარეშე არჩევნები, ყველამ კარგად დაინახა. რაც შეეხება „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ შესახებ კანონებს, […]