“ვადასტურებთ ერთგულებას” – პრემიერის კიდევ უფრო უცნაური განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს: „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“, ცნობისთვის, პრემიერმა გუშინაც მიულოცა ამერიკას დამოუკიდებლობის დღე, თუმცა, მილოცვის შემდეგ, ისევ ბრალდებები გააჟღერა და თქვა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობები დაზიანდა და […]

ფოთში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ოჯახი 26 ივნისიდან ეძებდა. ოჯახის ინფორმაციით, ქალი ქუთაისში სახლიდან 26 ივნისს გავიდა და შუადღის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია. მათი განცხადებით, ამას ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. როგორც NGO-ები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი გაიყინება, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. „2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის […]

ისრაელი ჰამასის ახალ წინადადებას განიხილავს

ისრაელის განცხადებით, განიხილავს ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად) წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმების გარშემო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბიურომ, უცხოეთის დაზვერვის სამსახურის – “მოსადის“ – სახელით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, შუამავალმა ქვეყნებმა – აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ – ისრაელს მიაწოდეს ჰამასის პროექტი, რომელსაც განიხილავს და თავის მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ჰამასის წინადადების […]

NGO-ების განცხადება: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია

საქართველოში მოქმედი 23 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა ევროპული საბჭოს 27 ივნისს გამართულ სხდომას. საბჭო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს აერთიანებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. […]

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 61 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 – ქვემო ქართლის, 8 ფაქტი გამოვლენილია შიდა […]

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი – ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს. „ბატონმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროები უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს, ტაკერ კარლსონი კი იქ არ არის“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა. ცნობისთვის, გუშინ, ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ […]

როდესაც ბირჟაზე ენერგიის ყიდვა სავალდებულო გახდება, ყველა მსხვილი მომხმარებელი იძულებული გახდება ბირჟაზე შეიძინოს ენერგია – დავით ნარმანია

როდესაც ბირჟაზე ენერგიის ყიდვა სავალდებულო გახდება, ყველა მსხვილი მომხმარებელი იძულებული გახდება ბირჟაზე შეიძინოს ენერგია, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანაიმ განაცხადა. სემეკის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ პირველ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება მალე შედგება. ამის შესახებ bm.ge წერს. „ბირჟაზე ჯერჯერობით მონაწილეთა მცირე რიცხვია და ვისაც ენერგიის […]

სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე 8.8კმ-იანი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. […]

საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 147.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 54 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის […]