ისრაელმა პალესტინელთა მიწების, იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ნაწილი საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა

ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელის სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა პალესტინელთა ტერიტორიის – იორდანეს დასავლეთი ნაპირის – კიდევ ერთი მონაკვეთი. ამის შესახებ იტყობინებიან სააგენტო AP და ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია „Peace Now“. არსებული ცნობით, ესაა თითქმის 13 კვადრატული კილომეტრი იორდანეს ნაპირზე, რომელიც ესაზღვრება ისრაელის მიერ ადრე თავის ტერიტორიად გამოცხადებულ მიწას. Peace Now-ს თანახმად, საქმე ეხება ისრაელის მიერ უდიდესი ტერიტორიის მითვისებას,1993 […]

„ჰეზბოლას“ ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვეს

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვეს. „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით 200 რაკეტა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონები გაუშვა. „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმა გუშინ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად უფროსი მეთაურის, მუჰამედ ნასერის დაღუპვაზე პასუხს წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმის საპასუხოდ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, პოლიტსაბჭოს ჩატარება რამდენიმე კვირაში ან თვეში ერთხელ აუცილებელი და მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის. „პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. იმედი გვაქვს, რომ მას ექნება შესაბამისი მხარდაჭერა პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან. ამას გარდა, პოლიტსაბჭო იღებს […]

პეტრე ცისკარიშვილი – ეუთოს დეკლარაციაში ხელისუფლებისთვის მტკივნეული პუნქტებია, ამიტომ ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია და არ მოსწონს – ეს ადამიანები მზად არიან ივანიშვილს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურონ და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ

ამ დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებული, პრაქტიკულად, ყველა პუნქტი გაურკვეველია კობახიძისთვის – ეს ადამიანები მზად არიან ბიძინა ივანიშვილს ემსახურონ ცხოვრების ბოლომდე და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ, რასაც არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება, – ასე გამოეხმაურა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი პეტრე ცისკარიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, […]

ჯუბო ტურაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენისა და ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის, დარგში არსებული მიღწევების, პოტენციური საინვესტიციო პროექტებისა და გლობალური ენერგეტიკული პროექტების პოპულარიზაცია, მათ შორის, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაეთმობა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის […]

m&i Tbilisi-ის ფორუმის მონაწილე ზუზანა ბარტა ნაგი – საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ტურისტულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის თბილისში გამართვას მონაწილეები საქართველოს წარმატებად აფასებენ. ფორუმის მონაწილე, ზუზანა ბარტა ნაგის განცხადებით, „m&i”-ის საშუალებით საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიცნობენ. „ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&i”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს […]

„ZEEKR საქართველო“ – კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი „თეგეტა ქარსის“ პორტფელში

„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის პრეზენტაციას, რომელიც „ფალესტრაში“ გაიმართა მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები ZEEKR-ის გლობალური წარმომადგენლობიდან და კომპანიის პარტნიორები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრენდის სამი წამყვანი მოდელი – ZEEKR 001, ZEEKR X და ZEEKR 007 – პირველებს ენახათ და შეეფასებინათ. გიორგი […]

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სემეკის ინფორმაციით, 1-ელ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. მათივე ცნობით, გარდამავალ მოდელში შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 1-ელ ივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი. ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის […]

პეტრე ცისკარიშვილი – თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა – იციან, დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, პირველივე არჩევნებზე დიდი ანგარიშით დამარცხდებიან!

თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე […]

ონკოლოგიურ პაციენტებს აღარ მოუწევთ აფთიაქებიდან კლინიკაში მედიკამენტების მიტანა, წამალი დაწესებულებაში დახვდებათ – მიხეილ სარჯველაძე

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის განცხადებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში […]