ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემის მოწყობა მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდშია შესაძლებელი – ნოდარ რუაძე

საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემის მოწყობა შესაძლებელია განხორციელდეს მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდში, – ამის შესახებ სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ რუაძემ განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ნოდარ რუაძის თქმით, პროექტისთვის დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. „ვფიქრობ, რადგან უკვე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, მისი განხორციელება შესაძლებელია მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდში. სავსებით რეალური არის ეს. ასევე, […]
შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 1 თვეში დასრულდება – სსე-ის წარმომადგენელი

2026 წლიდან შესაძლებელია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება და მისი შემდგომი განხორციელება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ რუაძემ განუცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ნოდარ რუაძის თქმით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 1 თვეში დასრულდება და კაბელის პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს. […]
„სომხეთი მზადაა აშშ-სთან ურთიერთობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე აამაღლოს“ – ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთი მზადაა აშშ-სთან ურთიერთობის დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე აამაღლოს“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამერიკის პრეზიდენტისთვის ჯო ბაიდენისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას განაცხადა. „თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამერიკის შეერთებული შტატების შექმნას, ისევე როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული იდეები, კვლავ რჩება შთაგონებისა და მხარდაჭერის წყაროდ მთელი მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ფაშინიანმა. აშშ-ს უკრაინასთან […]
კონკურენტებთან შედარებით რუსული ხორბლის ფასი ეცემა – Bloomberg

რუსული ხორბლის ფასი, კონკურენტებთან შედარებით, კვლავ ეცემა. ქვეყანაში ცხელი ამინდი მოსავლის აღებას აჩქარებს. ხორბლით მოვაჭრეებს კი კონკურენტ ექსპორტიორებთან შეჯიბრება უწევთ, – ამის შესახებ Bloomberg წერს. რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ფასები ჯერ კიდევ მაისში გაზარდა, რადგან სეზონისთვის უჩვეულო ყინვამ და მშრალმა ამინდმა მწარმოებლები აიძულა, მოსავლიანობის შეფასებები გადაეხედათ. გაზრდილი ფასების გამო, რუსმა ექსპორტიორებმა ბევრი გარიგება დაკარგეს. CRM AgriCommodities-ის […]
“მაშინ იმდენი მაგინეს გურამის სოლიდარობის გამო, არასოდეს მაგ დოზით რომ არ მიმიღია შეურაცხყოფა” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ. მიხარია, რომ ის ხალხიც კი, ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით , დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტანის წარმატებას ტაშს უკრავს. ასე ალაგებს ხოლმე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე, როცა […]
ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, „ამერიკის ისტორიაში 4 ივლისი, რომ არ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის.“ მისივე თქმით, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, მხოლოდ თავისუფალ ხალხს შეუძლია და არა სხვის მორჩილებაში მყოფთ. „თუ ვინმემ იცის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი, მათ […]
უკანასკნელი წერილი დედას

26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული მწერლის – გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი წერილი დედას „მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, […]
გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური დაჯილდოება ხვალ TBC კონცეპტის სივრცეში გაიმართება (რ)

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7- ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე […]
ზელენსკის პრესმდივანი უარყოფს, რომ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს ჩაწერა იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამსახურში უარყოფენ, რომ ზელენსკი ამერიკელ ჟურნალისტთან და Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს ჩაწერას გეგმავს. “ბატონმა ტაკერ კარლსონმა საკუთარი წყაროები ФСБ-ში უფრო ფრთხილად უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სრულად განსხვავებული განრიგი აქვს, და ტაკერ კარლსონი მასში არ არის”. – წერს ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი Facebook-ის გვერდზე. რამდენიმე საათის წინ ტაკერ […]
მწერალ ნილ გეიმანს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ინგლისელ მწერალ ნილ გეიმანს ორი ახალზელანდიელი ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. ინფორმაცია თავდაპირველად ახალზელანდიურ მედია Tortoise-ში გავრცელდა. მედიამ პოდკასტების სერია გამოუშვა, რომელშიც ორი ქალი ცნობილ მწერალს ადანაშაულებს. 23 წლის სკარლეტი ამბობს, რომ 2022 წელს გეიმანთან ძიძად მუშაობდა. ბრალმდებლის თქმით მწერალი აბაზანაში თავს დაესხა და სექსუალურად იძალადა. მეორე ქალი, რომელსაც მწერალთან 2005 წელს, 20 წლის ასაკში […]