ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ […]

ჩოხატაურში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნო

ჩოხატაურში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 […]

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. გარდამავალ მოდელში შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირველ ივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარდამავალი მოდელის ფუნქციონირება 2025 […]

თინა ბოკუჩავა – 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება – ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 ივლისს გაიმართება პარტიის ყრილობა და ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდება პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საკითხი. ბოკუჩავას თქმით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა” მისი თავმჯდომარეობით შევიდეს. „იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდაპარტიული […]

მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, მთის ფერდობზე გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ და ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ისრაელი იერიშს მიიტანს სამხრეთ ლიბანზე, ისრაელის მიერ მაღალი რანგის მეთაურის მოკვლის საპასუხოდ ჰეზბოლას თავდასხმის შემდეგ

ისრაელმა განაცხადა, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებს ჰეზბოლას და ლიბანის სამხრეთში მდებარე სამხედრო ობიექტებს შეუტევს. მანამდე ჰეზბოლა იტყობინებოდა, რომ საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე და 200 რაკეტა ესროლა რამდენიმე სამხედრო ბაზას ისრაელში მას მერე, რაც ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა მაღალი რანგის სამხედრო მეთაური. ჰეზბოლას თავდასხმა 4 ივლისს იყო ისრაელის და ლიბანის საზღვრისპირა ინციდენტებს შორის ერთ-ერთი მსხვილი […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად – სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით არის გამოცხადებული

საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდნენ აშშ-ს საელჩოში, 4 ივლისთან დაკავშირებულ მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მათი არყოფნა ხომ არ აღრმავებს ეჭვს, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან […]

გენერალური პროკურორობის კანდიდატი – შეიძლება აქცენტი არის შიდა კადრზე, ვინც ამჟამად იკავებს მაღალ პოსტს, მაგრამ არც მე მაქვს სისტემაში ნაკლები ცნობადობა, ამიტომ ვთვლი, რომ რეალური შანსი მაქვს

ამ პროცესში, არ მგონია, რომ ვინმე უკონკურენტო იყოს. თუმცა, შეიძლება აქცენტი არის შიდა კადრზე, ვინც ამჟამად იკავებს საკმაოდ მაღალ პოსტს სისტემაში, მაგრამ არც მე მაქვს სისტემაში ცუდი ცნობადობა. ამიტომ, მეც ვთვლი, რომ მაქვს რეალური შანსი, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვიქტორ ახალბედაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრების დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროკურატურაში მუშაობის […]

ბათუმის “დინამომ” 25 წლის პორტუგალიელი მეკარე დაიმატა

Postv ფეხბურთის ინფორმაციით, ბათუმის “დინამომ” 25 წლის პორტუგალიელი მეკარე რიკარდო სილვა დაიმატა, რომელიც ბოლოს ადგილობრივი ლიგა 2-ის ბინადარი “ტონდელას” ღირსებას იცავდა. სილვა “პორტოს” აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია. ის გახლდათ ასევე “სანტა კლარასა” და “მორეირენსეს” წევრი. როგორც მოგახსენეთ, ბოლოს “ტონდელას” კარს იცავდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, თუმცა რამდენიმე დღის, წინ ორმხრივი შეთანხმების […]

სარჯველაძის თქმით, ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, რადგან პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი სამკურნალო დაწესებულებაში დახვდება. ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დღეს, 4 ივლისს, სამინისტროში, სარჯველაძე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ონკოპაციენტების თქმით, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, […]