აშშ–ის ელჩის განცხადებაში იგულისხმება მშიშარა ივანიშვილი – ხაზარაძე

ვის მიემართებოდა ამერიკის ელჩის განცხადება? – “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დანიგანის გზავნილში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმებოდა, რადგან, მისი თქმით, სწორედ ისაა მშიშარა. ამაში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მშიშარა ადამიანი, რომელიც ემალება საზოგადოებას და რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, შეინარჩუნოს თავის ქონება ჩვენი, ქართველების გაღარიბების ხარჯზე. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება. ეს არის დადასტურებული, არა მარტო […]

ნატოს სამიტზე უკრაინას ალიანსში არ მიიწვევენ – ზელენსკი

ნატოს სამიტზე უკრაინას ალიანსში არ მიიწვევენ – ზელენსკი ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის საიუბილეო სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება, უკრაინას არ გაუგზავნიან მიწვევას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ რიგში, ის ისურვებდა, რომ ნატოს წლევანდელი სამიტი ყველა მოკავშირისთვის წარმატებული იყოს. მისივე თქმით, უკრაინის უპირველესი […]

აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს. დროა 33-წლიანი პარტნიორული ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი

აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს. დროა 33-წლიანი პარტნიორული ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი “აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უკვე 33 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ გარკვეული კონკრეტული შედეგები ამას არ მოუტანია. ალბათ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი ეს პარტნიორული ურთიერთობა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი […]

გზის გადაკეტვისთვის გიორგი ჯაფარიძე 5000 ლარით დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები მოსამართლე ნინო ენუქიძეს არწმუნებდნენ, რომ ჯაფარიძე 2 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მოსამართლემ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გიორგი ჯაფარიძე „ფეისბუკში“ ქალაქის პრობლემების შესახებ შექმნილი გვერდის („ჩემი ქალაქი მკლავს“) შემქმნელია. ის და ასობით სხვა ადამიანი 2 მაისს გმირთა მოედანზე „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რათა მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთხელ ეთქვათ, […]

ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პოზიციის გამო სომხეთს აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პოზიციის გამო სომხეთს აკრიტიკებს. კერძოდ, საუბარია სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერისა და პატივისცემის შესახებ. არარატ მირზონიანი ვიზიტით თბილისს 3 ივლისს ეწვია. “მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს საქართველოს მითური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზები, რომლებიც ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება”, – […]

გორში ერისთავის თეატრში კონცერტი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ერისთავის თეატრში ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა აშშ-დან მოწვეული სტუმრების, გრემის მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის თანამონაწილეობით , – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტზე შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან, რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა. „პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების […]

რაც მეტად ითანამშრომლებს სახელმწიფო ტურისტულ ბიზნესთან, მით უფრო ეფექტიანი იქნება ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი – ექსპერტი

ტურიზმი არის ბიზნესი, სახელმწიფოს ეს ბიზნესი სჭირდება, რაც მეტად ითანამშრომლებს მათთან სახელმწიფო, მით უფრო ეფექტიანი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი, – ამის შესახებ ტურიზმის ექსპერტმა, ვანო ვაშაყმაძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. კითხვაზე, რამდენად ეფექტიანია თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სექტორს შორის, ექსპერტი ასე პასუხობს: „პირადად მე და ბევრ ჩემს მეგობარს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს […]

პრეზიდენტი: იუსტიციის საბჭოში დანიშვნის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომელთა დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას შესარჩევი კომისია ამოწმებს. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულის შემდეგ პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს […]

ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა – საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა რიგაში ფილიპინები 94:96 დაამარცხა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად ჩვენს გუნდს მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მისი მოკლე სათადარიგო სკამიმიდან გამომდინარე, ძალიან რთული ამოცანა იყო. საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი […]

“რა დამართეთ ბათუმს, გაუმაძღრებო, თქვენი კონდიციონერიანი მანქანებიდან და ოფისებიდან არ იგრძნობა, ხო?”– ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ბათუმი ხომ მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმით იყო უნიკალური? ბათუმის ბუნებრივი ვენტილაცია ხომ ქმნიდა ადამიანებისთვის მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს? ჰოდა ჩაბეტონებამ დედა უტირა ქალაქს. აღარც საცხოვრებლად და აღარც დასასვენებლად აღარაა მიმზიდველი. ბათუმში ბინებზე მაღალი მოთხოვნა დიდხანს არ გაგრძელდება, ისეთი გაუსაძლისი გარემოა. მხოლოდ ბეტონი-მანქანა-ბეტონი-მიტაცებული ტროტუარი-მანქანა-ბეტონი-მიტაცებული ტროტუარი-ჩაბეტონებული სკვერი -კვლავ ბეტონი… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… ჟანგბადი აღარ დარჩა და […]