სომხეთი აშშ-სთან ერთად ატომური სადგურის აშენებას გეგმავს

სომხეთი აშშ-სთან ერთად ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, არმენ გრიგორიანმა “სომხეთი – დასავლეთ პარტნიორობა – ევროკავშირი, გამოწვევები და შესაძლებლობები” პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები არსებით ეტაპზე გადავიდა. “ახალი ატომური სადგურის აშენებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევედით. ახლა აშშ-სთან იურიდიულ-სამართლებრივი სივრცის რეგულირების საკითხს განვიხილავთ, რომლის გარეშეც წინსვლას […]
ლევან ბეჟაშვილი – პარტიებთან ერთობის შეთავაზება კვლავ აქტუალურია და ძალაშია

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 8 ივლისს მოხდება პარტიის ყრილობის მოწვევა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული – თინათინ ბოკუჩავას კანდიდატურა დამტკიცდება პარტიის ყრილობის მიერ, ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. იმავდროულად იქნება პრეზენტაცია იმ სიახლეების, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან […]
რუსული საარტილერიო დაბომბვის შედეგად დნიპროპეტროვსკში შვიდი ადამიანი დაიჭრა

დნიპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ხუთშაბათს რეგიონის ქალაქ ნიკოპოლზე რუსული საარტილერიო დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ ოთხშაბათ საღამოს და ხუთშაბათ დილით, რუსული ძალები ნიკოპოლის მიმდებარე ტერიტორიას „კამიკაძე“ დრონებით და არტილერიით დაესხა თავს. მან თქვა, რომ იმ თავდასხმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ოთხი საცხოვრებელი შენობა, გაზის მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. […]
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

· 87 184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს. „საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება […]
ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა – საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა რიგაში ფილიპინები 94:96 დაამარცხა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად ჩვენს გუნდს მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მისი მოკლე სათადარიგო სკამიმიდან გამომდინარე, ძალიან რთული ამოცანა იყო. საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი […]
ბრიტანეთის ელჩი: შესაძლოა, კანონმა მნიშვნელოვნად დააზიანოს კარგი საქმეები, რასაც ვაკეთებთ

ვიტყვი, რას ნიშნავს ეს კანონი ჩვენი საელჩოს გადმოსახედიდან. შესაძლოა, ამ კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. ერთ-ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს, საქმის ნაწილი ეუთოში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველჰყო რეზოლუცია […]
“მე ვწუხვარ, ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა…” – ხაბეიშვილი კობახიძეზე

ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებების კომენტირებისას, თქვა: “მე ვწუხვარ, ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა თუნდაც ბოლო დღეებში, როცა ხალხმა ადეკვატური პასუხი გასცა. ამის შემდეგ, საერთოდ რატომ აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს სახელით ისაუბროს. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ერთი კონკრეტული ადამიანია, რომელიც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, ფინანსურ რესურსებს და მას, როგორც ჩანს, […]
სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიციის […]
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი 5-მა კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა […]
ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 3 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.24 (-0,15) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82,55 (-0,49) დოლარი/ბარელზე.