NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას Reuters საკითხის მცოდნე დასავლეთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ალიანსის წევრებმა უარი თქვეს იენს სტოლტენბერგის წინადადებაზე უკრაინის დაფინანსების მრავალწლიან გარანტიებთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ კონსესუსი მაინც შედგა. როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, NATO-ს 75-ე სამიტზე გამოაცხადებენ, […]

წიტაიშვილს თურქეთის სუპერლიგის კლუბი იწვევს

თურქული BBN Haber-ი იტყობინება, რომ „კონიასპორი“ შეტევის გაძლიერებას აპირებს, სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელით, გიორგი წიტაიშვილით და ტრანსფერის სწრაფად განხორციელებას იმედოვნებს, რასაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. წიტაიშვილი კონტრაქტით ჯერ კიდევ კიევის „დინამოსთანაა“ დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. „კონიასპორი“ გასულ სეზონში სუპერლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა და ქვედა დივიზიონში გავარდნას გადაურჩა.

პერუცი და კიდევ 5 სხვა – “თელავი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

ეროვნული ლიგის ბინადარმა “თელავმა” გვაუწყა, რომ გუნდი კიდევ ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” კიდევ 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა – გიორგი ხაბულიანმა (იჯარა დაუსრულდა და ესპანურ “ლევანტეში” დაბრუნდა), თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის, […]

U20. ბოლო წამების დრამა – “უმცროსი ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დამარცხდნენ

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 16:22 დამარცხდა. “უმცროსი ბორჯღალოსნები” მე-80 წუთისთვის ერთი ქულით იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ირლანდიამ მატჩის მოგება ბოლო წამებზე მოახერხა. 9 ივლისს „უმცროსი ბორჯღალოსნები“ იტალიას შეხვდებიან. სამხრეთი აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“ საქართველო – ირლანდია 16:22 საქართველო ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა ხორბალიძე (ლიონი), 13. […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება. საბჭოში ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ხუთი განაცხადია შესული. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური […]

ზელენსკის თქმით, აშშ-მა და ჩინეთმა მშვიდობისთვის გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება

იმისათვის, რომ ომი სამართლიანად დასრულდეს კიევისთვის და მსოფლიოსთვის, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და ერთად იმოქმედონ როგორც შუამავლებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში. ზელენსკიმ თქვა, რომ პეკინმა სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ომის დასრულებაში, რადგან რუსეთი დიდად არის დამოკიდებული ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე. უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმა ფინეთის პრეზიდენტ […]

კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წამლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შედეგების მიღებისთანავე დაიწყეს. დღეისათვის, 800 ჰა-მდე ფართობია დამუშავებული. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, გრძელდება მონიტორინგი. ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება ყვარლისა და თელავის […]

საქართველომ წელს 443 ტონა სუნამო იყიდა – საიდან შემოდის პროდუქცია?

ქვეყანაში სუნამოების იმპორტი იზრდება. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის 5 თვეში ქვეყანამ 17 მლნ დოლარის ღირებულების 443.30 ტონა სუნამოები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12.2 დოლარის ღირებულების 403.01 ტონა სუნამო. ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების ღირებულება 41%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის კუთხით ზრდა 10%-ია. ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოებს იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება, მეორე ადგილზე კი ესპანეთია. 5 თვეში ქვეყანაში […]

“იტყუება, მოკლე ჭკუით ცრუობს” – ვოლსკი ხაბეიშვილზე

ჭკუასთან ახლოს არ არის ის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებას. “ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ. არ ვფიქრობ რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის […]

“ინვესტორებმა შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ საქართველოდან” – ბრიტანეთის ელჩი

„ზუსტად ვიცი, რამდენიმე საგრძნობლად მნიშვნელოვანი გარიგება ამ ეტაპზე დაპაუზებულია“, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა გადაცემა “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ელჩის თქმით, ინვესტორებს აშინებთ ძალადობა და დაშინების ფაქტები და ამბობს, რომ ბრიტანელი ინვესტორები უყურებენ, რა ხდება ქვეყანაში – “შეიძლება თანხა საერთოდ გაიტანონ ამის შემდეგ”. გაერთიანებული სამეფო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ეს რიცხვები […]