არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ეკვადორის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს

კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინასთან მარცხის შემდეგ ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესპანელი ფელიქს სანჩეს ბასი გაათავისუფლა. 48 წლის სპეციალისტი გუნდს 2023 წლის შემდეგ ავარჯიშებდა. ინფორმაციისთვის, არგენტინისა და ეკვადორის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, “ალბისელესტემ” კი მეტოქეს პენალტების სერიაში აჯობა. ლიონელ მესისა და კამპანია მეტოქე ნახევარფინალში ვენესულა ან კოლუმბია იქნება.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +11, +16°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად […]
ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ

ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. როგორც „სიენენი“ წერს, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტრამერი გახდება. „მადლობა ყველას, ვინც ჩაატარა კამპანია ამ არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიისთვის“, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ნდობა გამოუცხადა ჩვენს შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას“, – წერს კირ სტრამერი სოციალურ ქსელში. […]
პაატა მანჯგალაძე გენპროკურორის შერჩევის პროცესზე – მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს: აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც – დარწმუნებული ვარ, რომ გაბიტაშვილზე მთელი „ოცნება“ გაგიჟდება

ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს. მისი თქმით, ის “გამოკვეთილი კანდიდატი” ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილია. “ყველაფერი ფარსია, შერჩევის პროცესის […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახალციხის გგს-ში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 10 ივლისს, 11:00 სთ-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ღრელი, წყრუთი, ივლიტა, კლდე და წნისი. „გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახალციხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის […]
პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან, ზოგადქრისტიანული ღირებულებებია – გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ, ამიტომ ჩარეცხეს ინტელექტუალური ელიტა, ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში

სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან არა „ჩამორჩენილი“ და „რეტროგრადული”, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა. […]
კუპრაძე: მათ შორის, მოლაპარაკებები გვაქვს ახალთან და გირჩი-დროასთან

ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან და მათ შორის, პოლიტიკურ აქტორებთან – პარტიების გარდა, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ინდივიდებთან და ა.შ. იმედი გვაქვს, ეს მოლაპარაკებები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, მოქალაქეებს იმ საბოლოო კონფიგურაციის შესახებ ვუთხრათ, რომლითაც ლელო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მათ შორის, მოლაპარაკებები გვაქვს დროასთან, გირჩი-მეტი თავისუფლებასთან და ახალთან. კომუნიკაცია შემდგარია და […]
ბრიტანელმა ლეიბორისტებმა თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს

ბრიტანელი ლეიბორისტებისთვის დასრულდა ოპოზიციაში ყოფნის 14-წლიანი პერიოდი. 4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც BBC აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში […]
ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა – ნათია თურნავა

ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს. „სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს, აქვს ძლიერი მომგებიანობა და აქტივების კარგი ხარისხი. ჩვენ მიერ […]
ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, პრემიერი კირ სტარმერი იქნება

გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს, ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იქნება. ასევე, პირველად კარიერაში „UK რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ხდება დეპუტატი. თემთა პალატაში 650 ადგილია, შესაბამისად, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 326 ადგილის მოპოვება სჭირდება. წინასწარი მონაცემებით, მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება: · ლეიბორისტული პარტია — 410 · კონსერვატიული პარტია — 119 · ლიბერალ-დემოკრატები — 71 · შოტლანდიის […]