კამპანიამ, რომელიც ივანიშვილისთვის მადლობას მოჰყვა, “ნაცობის” არსი გააშიშვლა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ნაკრების მიერ ივანიშვილისთვის გადახდილმა მადლობამ “ნაცობის” ნამდვილი არსი “გააშიშვლა”. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიამ, რომელიც ჩვენთვის საამაყო ფეხბურთელების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა, კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ნაცობის“ ნამდვილი არსი. ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა ის დამალული თვისება, რომლების დაფარვასაც ასე გულმოდგინედ […]
კახა კალაძის დის ქმარი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა

თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა. ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა პუტინისტმა გიორგი ირემაძემ, რომელიც პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრია. ირემაძისა და აბულაძის ვიზიტი გააშუქა რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც. ირემაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს პაატა აბულაძე, რომელსაც მაისურზე ომის მხარდამჭერი სიმბოლო Z ახატია, ხოლო თავზე […]
მაისში ლარი წლიურად 5.8%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 2%-ით გაუფასურდა

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6775-დან 2.7164-მდე (1.45%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.8724-დან 2.9340-მდე (2.14%-ით) გაუფასურდა. ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვის“ მიხედვით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ შესაბამისად, 2.7968 და 3.0259 შეადგინა. მაისში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7968 იყო, მინიმალური კი – 2.6755. […]
თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას – ერდოღანი

თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ზომები ისრაელის მიერ […]
დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია

დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პირადად მიულოცა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს მქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის დამოუკიდებლობის დღე პირადად მიმელოცა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მდივანს მივულოცე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების […]
რუსეთში გამოკითხულთა 34% მხარს უჭერს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას-“ლევადა ცენტრი”

სოციოლოგიურ კვლევით ინსტიტუტ “ლევადა ცენტრის” მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების მესამედზე მეტი დაუჭერდა მხარს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10% “სრულად” უჭერს მხარს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხოლო 24% მიიჩნევს, რომ ასეთი დარტყმა “უფრო მიზანშეწონილია”. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამხედრო გადაწყვეტის მომხრეთა წილი გასული წლის განმავლობაში 5 პროცენტული პუნქტით […]
თინა ბოკუჩავა – ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბუქარესტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი გახდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა „ქვეყნის ღალატის […]
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიამ კლინიკა საგიტარიუსი შეაფასა, რომელმაც დააკმაყოფილა AACI ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში აკრედიტაციას მიიღებს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის კლინიკა საგიტარიუსში ძირითადი შეფასების შედეგად კლინიკამ დააკმაყოფილა AACI ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას. AACI-ის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70% იანი ზღვარი და ისინი […]
გიგა შუშანია – რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა – გაურკვეველია, რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი – ქუთაისის მერი ამ პროექტით ერთხელაც არ დაინტერესებულა

რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა – გაურკვეველია, რაში დახარჯეს მათ რვა მილიონი ლარი, ქუთაისის მერი კი ერთხელაც არ დაინტერესებულა ამ პროექტით, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა. ამის შესახებ შუშანიამ ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ადგილობრივ ხელისუფლებისგან […]
ყველაფერი შეთანხმდა – სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება

ყველაფერი შეთანხმდა – სპინაცოლა კვარაცხელიას თანაგუნდელი იქნება ავტორიტეტული და გავლეიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 31 წლის მცველი ლეონარდო სპინაცოლა კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს. მან “პარტენოპეისთან” ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა, რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. სპინაცოლა ბოლოს “რომას” ღირსებას იცავდა, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ინფორმაციისთვის, “ნაპოლიმ” დაიმატა “რეალის” საკუთრებაში მყოფი […]