ვლადიმერ პუტინი ვიქტორ ორბანს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის კრემლში შეხვედრა მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ ურთიერთობებსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს. „იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ აზრები ამ რთულ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ყველაზე დიდი ევროპული კრიზისის განვითარების პერსპექტივაზე, ვგულისხმობ უკრაინის მიმართულებას“, – […]
ვინ დამალა ქონება? – ანიტკორუფციულმა საჯარო მოხელეების სია არ გამოაქვეყნა

აღარ გამოქვეყნდება იმ საჯარო მოხელეების სია, ვინც დეკლარაცია არასწორად შეავსეს და ქონება დამალეს. ანტიკორუფციულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეიცვალა დეკლარაციების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების წესი. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოქალაქეებმა ვერ გაიგეს, რომელმა პარლამენტარმა, მინისტრმა, მოსამართლემ თუ სხვა საჯარო მოხელემ მიუთითა საჯაროდ გამოსაქვეყნებელ მონაცემებში ქონების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია. 2023 წლის მონაცემებით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება […]
ორბანი კრემლს სტუმრობს – შეხვედრის მთავარი თემა

რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერს კრემლში მასპინძლობს. მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის მეთაურ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. თქვენ ალბათ იცით ჩემი გამოსვლის შესახებ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ჩამოვაყალიბე პოზიცია შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. მე მზად ვარ, ნიუანსებზე გესაუბროთ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენს პოზიციას გაგვაცნობთ და ასევე გაგვაცნობთ ევროპელი პარტნიორების პოზიციას, […]
აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე ნაცემი დავით ქაცარავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დავით ქაცარავას საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს. დავით ქაცარავა, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სავარაუდოდ სამართალდამცველებმა სცემეს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. სასამართლოზე ორი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხება, ერთი როგორც დამკავებელი, მეორე კი ფაქტის […]
რიში სუნაკი მოსახლეობას – თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე – მე დავტოვებ პოსტს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. „ამ შედეგის შემდეგ, მე დავტოვებ პარტიის ლიდერის თანამდებობას, არა დაუყოვნებლივ, არამედ მას შემდეგ, რაც მოხდება ფორმალური შეთანხმებები ჩემი მემკვიდრის არჩევის შესახებ“, – აღნიშნა სუნაკმა „დაუნინგ სთრითის“ გარეთ, სადაც მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ […]
ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, მეფე ჩარლზი რიში სუნაკის გადადგომას დათანხმდა

ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზმა რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მიიღო. „პატივცემულ რიში სუნაკს დღეს დილით მეფესთან აუდიენცია ჰქონდა და პრემიერ-მინისტრის და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებით მიმართა, რაც მისმა უდიდებულესობამ დიდი სიამოვნებით მიიღო“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები. გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანს ჭრილობები მსუბუქი ფორმით ჰქონდა მიყენებული, თუმცა საჭირო გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
უნგრეთი არ აპირებს ECJ-ის მიერ დაწესებული €200 მილიონის ოდენობის ჯარიმის გადახდას

უნგრეთი არ აპირებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ECJ) მიერ დაწესებული ჯარიმის გადახდას. ამის შესახებ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბენსე რეტვარიმ ისაუბრა. ECJ-მ უნგრეთს ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით €200 მილიონის გადახდა დააკისრა. უნგრეთის შს მინისტრის მოადგილის მიხედვით, ჯარიმა არაპროპორციულია და გამოიყენება როგორც პოლიტიკური წნეხის მოხდენის ინსტრუმენტი უნგრეთის “არალეგალური მიგრაციის” პოლიტიკის წინააღმდეგ. მან ასევე განმარტა, […]
დემირალს გოლის ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშვნის გამო, დისკვალიფიკაცია ემუქრება

თურქეთის ნაკრების მცველს, მერიჰ დემირალს გოლის ულტრანაციონალისტური ჟესტით აღნიშვნის გამო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. თურქეთისა და ავსტრიის მერვედფინალურ დაპირისპირებაში თურქებმა სწორედ დემირალის დუბლით, ანგარიშით 2-1 გაიმარჯვეს, ფეხბურთელმა კი ერთ-ერთი გოლი ე.წ. რუხი მგლების ჟესტით აღნიშნა. გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, UEFA-მ ფეხბურთელის დასჯის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა, მათ ინფორმაციას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილით უპასუხა, სადაც აღნიშნავენ, რომ […]
რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას – რეიტინგი

საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო სექტორი მოიხმარს, 2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ 6.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც მსხვილი პირდაპირი შემსყიდველებისა და მრეწველობაში ჩართული კომპანიების მოხმარება 1.2 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენდა. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა “ჯორჯიან მანგანეზის” ჰოლდინგი, რომელმაც 388 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა რუსთავის აზოტი 111 […]