რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ვადამდელ არჩევნებში მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო. „ქვეყანას კი პირველ რიგში მინდა ვუთხრა – ბოდიში. ამ სამსახურს ყველაფერი მივეცი, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი მოგვეცით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ თქვენს შეფასებას აქვს მნიშვნელობა. გავიგონე თქვენი […]
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ შეხვდა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, რომელმაც მას მთავრობის ფორმირება სთხოვა. შესაბამისად, ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მონარქთან აუდიენციის შემდეგ სტარმერი პრემიერის რეზიდენციაში გაემართა, სადაც მოსახლეობას მიმართავს. მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რიში სუნაკმა გააკეთა. კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შესახებ, ვადამდელ საპარლამენტო […]
გადადგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი რიში სუნაკი

კონსერვატული პარტიის ლიდერმა რიში სუნაკმა არჩვენებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის „რთული ღამე იყო“. აქვს ბევრ რამეზე დასაფიქრებელი. ამის შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის მეფესთან ჩარლზ მესამესთან შესახვედრად წავიდა. შეხვედრის დასრულების შემდგ გაკეთებულ განცხადებაში რიში სუნაკმა თქვა, რომ ტოვებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. „ამ სამსახურს დავუთმე ყველაფერი, მაგრამ თქვენ მომეცით მკაფიო სიგნალი და თქვენი […]
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები, – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 184 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12440 ჰა. მათ შორის, ასპინძა – 4, ახალციხე – 2, ნინოწმინდა – […]
ანტიკორუფციული ბიურო 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე მონიტორინგის შედეგებს მალავს – TI

ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე მონიტორინგის შედეგებს და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში ვკითხულობთ. ცნობისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, უნიკალური ხელწერით გამორჩეულმა საშემსრულებლო და სადირიჟორო მოღვაწეობამ ლიანა ისაკაძეს მსოფლიო სახელი და აღიარება მოუტანა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ლიანა ბრწყინვალე ტალანტით სიცოცხლეშივე […]
მატერაცი და ტრეზეგე რუსეთში ევროპის ჩემპიონატის ექსპერტად იმუშავებენ

isport.ua-ს ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელები მარკო მატერაცი და დავიდ ტრეზეგე რუსეთის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალებზე ერთ-ერთ ტელეარხზე ექსპერტებად იმუშავებენ. იტალიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვში მიდის. “გამარჯობა. მე მარკო მატერაცი ვარ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მალე მოსკოვში გნახავთ. შეხვედრამდე”, – ამბობს მატერაცი. ინფორმაციისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები […]
მეფე ჩარლზმა კეირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა

მეფე ჩარლზმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, კეირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა. მეფე ჩარლზსა და კეირ სტარმერს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში შედგა. კეირ სტარმერი ბუკინგემის სასახლიდან დაუნინგ სთრითში გაემართება, საიდანაც საზოგადოებას მიმართავს. შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ასტანაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დროს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ანკარის შუამავლობის საკითხი განიხილა. „კონფლიქტის პირველივე დღიდან გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამ მოლაპარაკებების დროს გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა კითხვები იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ჩვენი შუამავლობა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს იგი? ფაქტობრივად, ჩვენ კვლავ […]
ირმა კოდუა – M&I ფორუმი ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის

m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილე და Grata DMC-ის დამფუძნებელი ირმა კოდუა ფორუმის თბილისში ჩატარებას საქმიანი ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს. მისი თქმით, „ეს ღონისძიება ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის“. „M&I ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ინდუსტრიის სფეროში. ეს ღონისძიება ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ჩამოვიდა 100-მდე მყიდველი რომელიც დაინტერესებულია საქართველოთი და […]