სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 133%-ით შესრულდა – სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 100.3%-ით შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37,000,000 ლარის ნაცვლად, 37,102,291 ლარი გადარიცხა. მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში 506 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააგენტო […]
„ციფრული უნივერსიტეტი“ პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია

ქართული ინოვაცია – „ციფრული უნივერსიტეტი“ პენიტენციურ დაწესებულებებში ევროპული ინოვაციური პროექტების სამეულშია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის ქვეყნების 37 პროექტიდან სამ საუკეთესოს შორის დაასახელა. „ციფრული უნივერსიტეტის“ წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა. „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების […]
სასამართლომ აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მედიის თანახმად, მელიქიშვილს ბრალდების მხარე წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ენუქიძემ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო მელიქიშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო წვრილმან ხულიგნობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაცვის მხარეს ამ […]
ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

4 ივლისს გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა. რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ბრიტანელმა ხალხმა “გამომაფხიზლებელი განაჩენი გამოიტანა”. მან მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ბრიტანელი ამომრჩევლის მთავარ უკმაყოფილებას სოციალური პირობები წარმოადგენდა. თავის მხრივ, სტარმერმა ხალხის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების პირობა დადო. სტარმერის წარმომავლობა […]
ვთხოვ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, პირველივე გადაწყვეტილება ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ მიიღოს – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბრიტანეთის არჩევნების შედეგებს ეხმიანება და ლეიბორისტ კოლეგას გაპრემიერებას ულოცავს. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი კეირ სტარმერს მოუწოდებს, პირველივე გადაწყვეტილება ბიძნა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შესახებ მიიღოს და ამ გზით ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს. დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის მომავალი დემოკრატიულ-სოციალიზმშია, რის ფავორიტადაც მსოფლიო […]
მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივანს და ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივან ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა, შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა […]
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 1-ელი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
„ზოგიერთი ქვეყნიდან ამანათების რაოდენობა 100%-ითაც კი არის გაზრდილი“ – Inex Group

საფოსტო და საკურიერო კომპანიებში, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, ქვეყანაში შემოსული ამანათების ზრდაზე მიუთითებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, ზოგიერთი ქვეყნიდან ამანათების რაოდენობა 100%-ითაც კი არის გაზრდილი. „ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის პერიოდიდან ამ დრომდე, ელექტრონული კომერცია საქართველოში ძალიან გააქტიურებულია – რაც ბუნებრივად აისახა ამანათების რიცხვზე“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ძირითადი […]
ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან?!
საერთოდ არ გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს. ფეხბურთელები ახლა ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, რა პრობლემაა იმაში, რომ ადამიანები მადლობას იხდიან, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, ის რაც ახლა ფეხბურთელების წინააღმდეგ ხდება უზნეობაა. „ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი კარგად დაორგანიზებულია ისევე, როგორც დაორგანიზებულია ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ვინმეს […]
მოსკოვში ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო

მოსკოვში ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს, თავის მხრივ, შეხვედრის კადრებს ავრცელებს კრემლიც. შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კი შეხვედრას „განსაკუთრებული“ უწოდა. თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ორბანი რუსეთში ჩასულია როგორც უნგრეთის წარმომადგენელი და არ წარმოადგენს ევროპის საბჭოს ინტერესებს, რომელსაც […]