გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 ივლისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ, მცხეთის რაიონის სოფლებს: საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლები. ამასთან, ამავე პერიოდში, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, ქვემო არანისი და […]

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ევროპის პროფკავშირების წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალური მდივანი, ესთერ ლინჩი ესტუმრა. ევროპის პროფკავშირების პირველი პირი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლობას და დასაქმებულებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად მედიისთვის […]

ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ: 1. ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები 2. მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი 3. სერვის + 4. სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში, ტაძრის წინამძღვარმა, ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რასაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს […]

ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მუსიკოს ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა […]

“ორი ახალგაზრდა მოდიოდა, ერთმანეთს უთხრეს: – მოდი, ამ კაცს ვკითხოთ, რას გვეტყვის…” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა: წეღან, ეზოში მანქანა გავაჩერე. ორი ახალგაზრდა მოდიოდა, ერთმანეთს უთხრეს: – მოდი, ამ კაცს ვკითხოთ, რას გვეტყვის.. მე რაღაცაზე აშკარად გაღიზიანებული ვარ და ზედმეტი კომუნიკაციაც არ მინდა. ამ დროს: – “ამ კაცს ვკითხოთ…” და ერთმა მომმართა: – უკაცრავად, სიყვარულზე დიდი რამე არსებობს? – კი, არსებობს, – სხარტად ვუპასუხე, თითქოს ვიცოდი რას მკითხავდნენ. – […]

ბრიტანეთის ახალი პრემიერი საზოგადოებას – თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად – ჩვენი საქმე გადაუდებელია და დღესვე ვიწყებთ

მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა „ლეიბორისტებს“, პირდაპირ გეუბნებით: ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ, – ამის შესახებ კეირ სტარმერმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართა. „პოლიტიკა შეიძლება იყოს სიკეთის ძალა. ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ “ლეიბორისტული პარტია”, დავაბრუნეთ იგი ქვეყნის სამსახურში და სწორედ ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, მეორე – პარტია“, – აღნიშნა კეირ […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა. „შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება […]

ისრაელის დაზვერვის უფროსი დოჰაში ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების გარშემო მოსალაპარაკებლად

Reuters-ი ავრცელებს ცნობას წყაროზე დაყრდნობით, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურის უფროსი დავიდ ბარნეა კატარში ჩავიდა, რათა განაახლოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების გარშემო. 5 ივლისისთვის იყო დაგეგმილი ბარნეას შეხვედრა კატარის შეიხთან, მაჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანისთან. Reuters-ის წყარო, რომელიც იცნობს მოლაპარაკებათა მიმდინარეობას, დასძენს, რომ ბარნეას შეხვედრები წარმოადგენს მცდელობას, გაერთიანდეს ისრაელის და ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში […]

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცება

ონლაინ კაზინოს კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან სრულმასშტაბიანი, უვადო გაფიცვის რეჟიმში გადავა. ამის შესახებ ახალგაზრდებმა 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული ახალგაზრდები ამბობენ, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და არ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება. გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილებას მიღებას და გახმიანებას წინ უძღოდა […]