პრეზიდენტის ადმინისტრაცია – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე მონაწილეობენ

ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შემოიტანეს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა […]
ლიანა ისაკაძეს კვირას დაკრძალავენ

ქართველ მუსიკოსს, მევიოლინეს, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტს, ლიანა ისაკაძეს კვირას დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. მათივე ცნობით, პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დაგეგმილი. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სახელით ვუერთდებით საერთო მწუხარებას უდიდესი მუსიკოსის, ვიოლინოს ჯადოქრის, ქალბატონ ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოს […]
„თეგეტას მწვანე სტანდარტი“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგი“ Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით „თეგეტას მწვანე სტანდარტით“ მონაწილეობდა. Meliora 2024-ის გამარჯვებულები ცხრიდან შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ავტორიტეტულმა ჟიურიმ საუკეთესოები იმ გამორჩეული CSR პროექტებით შეარჩია, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის წამყვანი ექსპერტებით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური […]
‘რატომ ვერ მოახდინა გამოცდილმა პილოტმა კატაპულტირება? როდის შეისყიდეთ ბოლოს პიროპატრონი კატაპულტისთვის?” – თავდგირიძე ოცნებას

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: მშვიდობიანობის დროს საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა რომ არის და სერიოზული გამოძიება სჭირდება, ამაზე აღარ გავჩერდები. მხოლოდ ერთი კითხვა ოცნებას, რატომ ვერ მოახდინა გამოცდილმა პილოტმა კატაპულტირება (თანაც დაუსახლებელ მიდამოს თავზე)? რაც მთავარია, გამოაქვეყნეთ, როდის შეისყიდეთ ბოლოს პიროპატრონი კატაპულტისთვის.
გენპროკურორობის კანდიდატი: მქონდა კონსულტაციები უმრავლესობასთან, გაბიტაშვილი უალტერნატივოა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებამდე კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ გაიარა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან და დარწმუნდა, რომ უალტერნატივოა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნა. გიორგი გაბიტაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილეა. “გადავწყვიტე, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გავიარე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან, პროკურატურაშიც. […] ბატონ […]
“.არაფერი ნაცემი არ ყოფილა, მაგას სახეზე რა ეტყობოდა, არ ვიცი…” – კაბუს და პოლიციელთა ჩვენებები პროცესზე

რეპერი კაბუს საქმის განხილვისას მოწმეების სახით ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. პოლიციელმა დღეს პროცესზე თქვა, რომ ადგილზე მისულებს ქალი ნაცემი და ემოციურ პანიკაში დახვდათ. ასევე, სამართალდამცველებმა დაადასტურა, რომ ჩხრეკის შედეგად კახა აბუაშვილის ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა კოლბით ნარკოტიკული საშუალება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა კახა აბუაშვილის უფლებადამცველი. თავად რეპერი კი ამბობს, რომ პოლიციელმა სასამართლოზე […]
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით. საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს […]
“საქართველოს ყრუთა კავშირში” საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია “ყრუთა კავშირთან “და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს “ყრუთა კავშირში” გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და უკვე მოეწყო 1 226 მეტრი, ორფენიანი ასფალტბეტონის გზის საფარი. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით […]
Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმური რეაბილიტაცია დაასრულა

„ჯივიპის” მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა. ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული […]