1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0089 ლარს შეადგენდა. […]

„ჰესების მშენებლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია“ – მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, ჰესების მშენებლობას ყველაზე დიდ გამოწვევას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი უქმნის. ახალი ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მაია მელიქიძემ აღნიშნა, რომ არსებული ტენდენცია ჰესების წინააღმდეგ ნეგატიურმა პროპაგანდამ მოიტანა. „ჰესების მშენებლობასთან მიმართებით ყველაზე დიდი გამოწვევა არის ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პროტესტი. 30 წელია, რაც […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ცნობილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე მონაწილეობენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შემოიტანეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, […]

რიში სუნაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რიში სუნაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. BBC წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის რანგში მან ბოლო განცხადება უკვე გააკეთა. სუნაკმა თქვა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს. „ჩემი შემცვლელის არჩევის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პარტიის ლიდერის თანამდებობას დავტოვებ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

საქართველო-ფიჯის მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე გამოტოვებს

დღეს, 5 ივლისს რაგბში ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი გაიმართება, სადაც ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” უმასპინძლებენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მატჩს რამდენიმე მორაგბე გამოტოვებს, მათ შორის, კაპიტანი მერაბ შარიქაძე. მიზეზის გასარკვევად ტაბულა რაგბის კავშირის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ მწვრთნელი იღებს, ხოლო ამ შემთხვევაში, მორაგბეები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ მატჩს. რაგბის […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 5 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.47 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.03 თეთრით. 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7613 ლარია, ერთი ევროსი – 2.9886 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.8 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.76 ლარია, ევროსი – 2.99 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ორბანი მოსკოვში დღეს, 5 ივლისს, ჩავიდა და პუტინთან შეხვედრა კრემლში სამთავრობო დელეგაციის თანხლებით გამართა. რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების ცნობით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოაყალიბებს თავის ხედვას უკრაინაში არსებული ვითარების, ასევე ევროპის პოზიციის შესახებ. „იმედი მაქვს, რომ გამაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი […]

ორბანმა ნატოს მოსკოვში გამგზავრების თაობაზე წინასწარ აცნობა, ის ალიანსს არ წარმოადგენს – სტოლტენბერგი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის დედაქალაქში თავისი ვიზიტის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის თაობაზე, მოსკოვში წასვლის წინ აცნობა თავის ნატოელ კოლეგებს – განაცხადა 5 ივლისს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა თქვა, რომ “ცხადია, ამ შეხვედრებზე ორბანი არ წარმომადგენს ნატოს. ის თავის საკუთარ ქვეყანას წარმომადგენს.” ვიქტორ ორბანი 5 ივლისს ჩავიდა მოსკოვში. ინფორმაცია ტასს-მა გაავრცელა […]

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – 61 წლის კირ სტარმერი

დღეიდან ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი. მან არჩევნებში საკუთარ პარტიას დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა და თემთა პალატაში დიდი უმრავლესობით მოვიდა. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ბი-ბი-სის” ცნობით, ამ ეტაპზე ლეიბორისტებს 412 მანდატი აქვთ, კონსერვატორებს კი, რომლებიც ქვეყანას სათავეში თითქმის 14 წელია ედგნენ – 121. გამარჯვებისთვის ლეიბორისტებს მხოლოდ 326 მანდატი სჭირდებოდათ. ამ ეტაპზე გასარკვევი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0089 ლარს შეადგენდა. […]