რუსეთში კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანეს “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ოლესია გერასიმენკო და სერგეი იეჟოვი შეიყვანა “უცხოეთის აგენტების” ნუსხაში. გერასიმენკო მუშაობს დამოუკიდებელი ინტერნეტ-გამოცემა Verstka-ში, რომელიც 2022 წლის აპრილში დააარსა დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების ჯგუფმა. იეჟოვი გამომძიებელი ჟურნალისტია და მუშაობს გამოცემაში The Insider. “უცხოეთის აგენტების” სიას ასევე დაუმატეს ადვოკატი გრიგორი ვაიპანი, სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი და ლგბტ უფლებების აქტივისტი, სერგეი ტროშინი […]

მოლდოვამ, რუმინეთმა და უკრაინამ შეთანხმება გააფორმეს რუსეთის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

მოლდოვამ, რუმინეთმა და უკრაინამ გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება, რუსეთის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით. შეთანხმებას ხელი მოაწერეს 5 ივლისს, სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის “ჰიბრიდული ომის არსენალი” ამჟამად გამოიყენება არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ – სადაც მოსკოვი 2022 […]

სწავლების დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა. გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი. 2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფის […]

გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. მან ისაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, უნივერსიტეტის მიღწევებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდამჭერ ინიციატივებსა […]

ავტობუსის ზოლში მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა

2024 წლის 5 თვეში თბილისში ავტობუსის ზოლში გადაადგილების წესების დარღვევისთვის ავტომფლობელები 2,891,692 ლარით დაჯარიმდნენ – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ავტობუსის ზოლში ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად – სამარშრუტო […]

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია 100-მდე ადამიანი

აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიურომ განაცხადა, რომ “ტორნადო ძლიერმა კონვექციურმა ამინდმა გამოიწვია”. ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და სასწრაფო რეაგირების ოპერაციები დაიწყო. ბიუროს ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურები, ამ დროისთვის, სტიქიის შემდგომ გაწმენდით […]

დე ბრუინი და ფერნანდეში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოს არიან

მანჩესტერული კლუბების მთავარი ვარსკვლავები ბრუნო ფერნანდეში და კევინ დე ბრუინი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოს არიან, ამის შესახებ ინფორმაციას Sport Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ქალაქელების” ბელგიელმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა “ალ იტიჰადთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. Teamtalk-ის ინფორმაციით, “მანკუნიანელებმა” ბრუნო ფერნანდეშს უფლება მისცეს, რომ რომ არაბულ კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ბრუნოს დამატებით ყველაზე მეტად კრიშტიანო […]

ჩინეთში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა – CNN

აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას cnn-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 820 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია. როგორც დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.

სწავლების დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა. გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი. 2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფის […]

ჰამასი დათანხმდა მოლაპარაკებას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე

ჰამასი – რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული – დათანხმდა აშშ-ის წინადადებას მოლაპარაკების დაწყებაზე ისრაელელი მძევლების, მათ შორის სამხედროების და მამაკაცების გასათავისუფლებლად, 16 დღეში ღაზაში ომის დასრულებაზე მიმართული შეთანხმების პირველი ფაზიდან, – ეს ინფორმაცია სააგენტო როიტერსს ჰამასის წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა აცნობა. ჰამასი აღარ გამოდის მოთხოვნით, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე ისრაელს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე უნდა გამოეცხადებინა […]