გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,16 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 12,16 მლნ ბარელით შემცირდა და 448,742 მლნ ბარელი შეადგინა. ბენზინის მარაგები შემცირდა 2,21 მლნ ბარელით და შეადგინა 239,081 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,54 მილიონი ბარელით და შეადგინა 119,818 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

“ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკა და თითების ამპუტაცია იქნებაო საჭირო” – დაჭრილი კურიერის დედა

“გლოვოს” კურიერის, თემო სიგუას დედა ამბობს, რომ მის შვილს ორივე ფეხი საოპერაციო აქვს. მისივე თქმით, ექიმებმა დაჭრილ ახალგაზრდას უთხრეს, რომ საჭიროა თითების ამპუტაცია: “ორივე ფეხი საოპერაციოა. დამსხვრეულია ძვლები. მე როგორც ვიცოდი, აღდგენა მოხდებოდა და ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ექიმი მელაპარაკაო ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნებაო საჭირო თითების. ოთხი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან იყო კამათი, იარაღი […]

ხაზარაძე წვრთნების გაუქმებაზე: ერთადერთი გამოსავალია, რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ

33 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები აშენებდნენ ჩვენთან ერთად და გვეხმარებოდნენ ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. [ამ პერიოდში] ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცერთა კორპუსი გაიზარდა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე, ნატოს სტანდარტის დონეზე. ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, გააგრძელონ არანაირი პროექტი ქართული ოცნების, რომელიც რუსულ პოლიტიკას […]

ვიქტორ ორბანი ახალ „მოულოდნელ შეხვედრებს“ აანონსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება. „ეს დაუჯერებელი ფაქტია, თუნდაც იმიტომ თუ რას აკონტროლებს ის. თქვენ ახსენეთ ქობინები, მაგრამ არის ასევე ტერიტორია, მოსახლეობა და უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რაც მათ აქვთ. ასე რომ, ეს არის ნამდვილი იმპერია. ერთი კაცი მართავს ნამდვილ […]

კრწანისის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა. “სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, […]

ჯაფარიძე წვრთნების გაუქმებაზე: სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან აღარ არსებობს

მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ [სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადება] პოლიტიკური სიგნალია. აჩვენებს, რომ, პრაქტიკულად, ის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ არსებობს, რაც არის სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის; რაც არის სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ ჩვენ გავიფუჭეთ ურთიერთობა აშშ-სთან, [როცა] აშშ-ზე დგას ამ ქვეყნის დღევანდელი არსებული კეთილდღეობა და უსაფრთხოება და თუ რამე […]

უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები – თბილისის მერია

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა […]

გვარამია წვრთნების გაუქმებაზე: ოცნებისეული გამოცდილებითაც რეკორდულად საშინელი საკითხია

ქართული ოცნებისეული გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია [საქართველოში აშშ-ს სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორის გაურკვეველი ვადით გადადება]. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა, რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატოსა და […]

თურქეთიდან თხილის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან თხილის ექსპორტი 124 ქვეყანაში განხორციელდა. პირველი სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თურქული თხილი გაიყიდა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი იყო. მე-4 ადგილზეა პოლონეთი, ხოლო ჩინეთი მე-5 ადგილზე გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში რაოდენობრივად 10%-ით და ღირებულებით 40%-ით გაიზარდა. 6 თვეში ექსპორტირებული თხილის მოცულობამ 373 მილიონ 168 […]

მერია: უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები, კომუნიკაციები

თბილისის მერიის ინფორმაციით, გუშინ, 6 ივლისს ძლიერმა ნალექმა და ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებული ზარალი კი სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს მიადგა. მერიის ცნობით, გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა. “დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, […]