ბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეს მეტოქე მინდა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ევრო 2024-ის 1/4-ფინალში შვეიცარიის დამარცხების (პენალტების სერიაში) ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ფინალის პერსპექტივაზე ისაუბრა. “იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავალთ და იქ ესპანეთის ნაკრებს შეხვდები. ესპანელები ბოლო სამი კვირაა ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და გამორიცხული არაფერია. თუმცა მე ინგლისის ნაკრებსა და ჩემს თანაგუნდელებზე ვარ ორიენტირებული,” – თქვა ბელინგემმა. ევროპის ჩემპიონატის […]
სიდნეიში სახლში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, მამა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

7 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, სახლში გაჩენილი ხანძარს 3 ბავშვი, მათ შორის 10 თვის ჩვილი, ემსხვერპლა. პოლიციამ 28 წლის მამა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულ 2 ბავშვს, 2 და 4 წლის ბიჭებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა ორივე საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 10 თვის გოგონა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სახლში დაღუპული იპოვეს. ხანძრის […]
ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა – ხაზარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“- ის გაურკვეველი დროით გადადებაზე

ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა – ხაზარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“- ის გაურკვეველი დროით გადადებაზე „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი ოქტომბერში „ქართული […]
რუსეთში, ვორონეჟის არეალებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დრონებით თავდასხმის შემდეგ

7 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუსეთის ვორონეჟის რეგიონის არეალებში, უკრაინის საზღვართან ახლოს – მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ეჭვით უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია საბრძოლო მასალების საწყობში – აცხადებენ რეგიონის მესვეურები. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სისტემებმა ჩამოაგდო და ხანძარი გამოიწვია ნამსხვრევებმა, რომლებიც ღამით დაეცა საწყობს პოდგორენსკის რაიონში. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით […]
შესაძლოა, ტერფის და ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს – გლოვოს კურიერის დედა

გლოვოს კურიერს, თემო სიგუას დედის თქმით, სიგუას, რომელსაც გუშინ, 6 ივლისს 8 პირი ფიზიკურად გაუსწორდა და ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა, შესაძლოა, ტერფის და ფეხის თითების ამპუტაცია დასჭირდეს. “ორივე ფეხი საოპერაციოა, დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი აღდგენა მოხდებოდა, მაგრამ ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, ვერ ავაწყობთო და ამპუტაცია იქნება საჭიროო, თითების და ტერფის, არ ვიცი. […]
კრწანისში ძლიერმა ქარმა სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა
კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა. “სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, […]
ვაშაძე: წვრთნების შეჩერება ნიშნავს, რომ აშშ იწყებს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას

[წვრთნების შეჩერება] ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ფუნდამენტურად იწყებს სრულად სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას – არამარტო სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკის სფეროშიც. უბრალოდ რით უნდა იარსებოს საქართველომ, თუ ეს ყველაფერი გაწყდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან. კარგია ის, რომ მხოლოდ [წვრთნების] შეჩერებაზეა საუბარი და 26 ოქტომბერს ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ არათუ უკან დავაბრუნოთ ყველა ის სიკეთე რაც […]
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა! 31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ 2 ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა. დავით საკლუბო კარიერის მანძილზე რუსთავის “მეტალურგში”, თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში”, ქობულეთის “შუქურაში”, ოდესის “ჩერნომორეცში”, დონეცკის “შახტარსა” და “კოპენჰაგენში” უთამაშია. ხოჭოლავას ეროვნული […]
ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე. ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. […]
არეულობა ჰოლანდიაში – თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრებთან მარცხის შემდეგ თურქეთის ნაკრების ფანებმა ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში არეულობა შექმნეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას თურქები ადგილობრივებს, როგორ დაიწყეს ჩხუბი ერთ-ერთი სპორტულ ბარში. როტერდამის, ამსტერდამისა და ჰააგის ქუჩებში პოლიცია და სპეც რაზმები მთელი ღამის მანძილზე პატრულირებდნენ. პოლიციამ ათეულობით თურქი ფანი დააპატიმრა. მათი დიდი ნაწილი ნაციონალისტური მოძრაობის, “რუხი მგლების” […]