ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა გარდაიცვალა, რომელიც ГРУ-ში მუშაობდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა, ვლადიმირ პოდოლიაკი, რომელიც რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГРУ) მუშაობდა, 19 მაისს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ X-ზე ჩეხეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჯგუფი, KIU – Russian Officers Killed in Ukraine, წერს, რომელიც უკრაინაში გარდაცვლილ რუსი ოფიცრების შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს. “ვლადიმირ მიხაილოვიჩ პოდოლიაკი, გადამდგარი რუსი პოლკოვნიკი და უკრაინის პრეზიდენტის […]

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ პარტიების ერთობა უნდა შეიქმნას, რომლებიც პროდასავლურები არიან. „ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, […]

მამუკა ხაზარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“- ის გაურკვეველი დროით გადადებაზე – ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრებაა. „ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ჯარისთვის, მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული გადაწყვეტილება. ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში […]

ზელენსკის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა გარდაიცვალა, რომელიც ГРУ-ში მუშაობდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა, ვლადიმირ პოდოლიაკი, რომელიც რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГРУ) მუშაობდა, 19 მაისს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ X-ზე ჩეხეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჯგუფი, KIU – Russian Officers Killed in Ukraine, წერს, რომელიც უკრაინაში გარდაცვლილ რუსი ოფიცრების შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს. “ვლადიმირ მიხაილოვიჩ პოდოლიაკი, გადამდგარი რუსი პოლკოვნიკი და უკრაინის პრეზიდენტის […]

„ჯივიპი“ – გახოკიძის ქუჩაზე „ჯივიპის“ სატუმბო სადგურის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

გახოკიძის ქუჩაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც ტუმბო-აგრეგატის მუშაობა ჩვეული რეჟიმით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, სამუშაობის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგება ეტაპობრივად, დღეს, 7 ივლისს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე აღდგება. „აღდგენითი სამუშაოები დღეს, 7 ივლისის 10:00 საათიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც […]

ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს, მას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გარდაცვლილს პატივი მიაგეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. ასევე, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები. ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, […]

რომის პაპი – აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, თავი აარიდონ პოპულიზმს და სანაცვლოდ ერთად იმუშაონ ძლიერი საზოგადოებების შესაქმნელად და ამომრჩეველთა აპათიის დასაძლევად. მისი თქმით, ”აშკარაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში დემოკრატია ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის“. „მოდით, ნუ მოგვატყუებს მარტივი გადაწყვეტილებები. მოდით, სანაცვლოდ თავდაუზოგავები ვიყოთ საერთო სიკეთისთვის”, – განაცხადა პაპმა და პოლიტიკური კორუფციითა და უკანონობით გამოწვეულ ზიანზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია […]

რომის პაპი: თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის

თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფრანცისკემ დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობას გაუსვა […]

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, 300 000-ზე მეტი გერმანელი საფეხბურთო ფანი, გერმანიასა და ესპანეთს შორის გამართული ევრო 2024-ის მატჩის გადათამაშებას ითხოვს. მასპინძლებმა ესპანელებთან 1:2 წააგეს და ტურნირს 1/4-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშნენ. თუმცა, აღნიშნული მატჩის მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც გერმანელ ფანებს შეხვედრის ხელახლა ჩატარება სურთ. ამ მიზნით, გერმანიაში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელი […]

კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო ღია ჩელენჯერზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ლია ჩაჩიბაია და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ჯაფარიძემ საფინალო ბრძოლაში აზიის ჩემპიონი, მონღოლი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ჩაჩიბაიამ მასპინძელ კორეელ პარასპორტსმენს მოუგო, ნიკოლაძემ კი რეიტინგის ლიდერ იაპონელ მოწინააღმდეგეს აჯობა. საქართველოს ნაკრები სამი მედლით ბრუნდება საქართველოში.