ლე პენის პარტიის თავმჯდომარემ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

საფრანგეთი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მოლოდინშია. წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში მემარცხენეების ალიანსი, „ახალი სახალხო ფრონტი“ ლიდერობს. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ თავმჯდომარემ, ბარდელამ, მარცხი უკვე აღიარა. ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ საფრანგეთი მემარცხენეების ხელში აღმოჩნდა და მისი პარტია მუშაობას ოპოზიციაში გააძლიერებს. მეორე ადგილს პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება იკავებს. ამომრჩეველთა აქტივობა ისეთი მაღალი იყო, […]

მელანშონი: მაკრონმა ქედი უნდა მოიხაროს და დამარცხება აღიაროს

არჩევნების მეორე ტურის შედეგების ეგზიტპოლის გასაჯაროების შემდეგ, მემარცხენეთა ალიანსის, ახალი სახალხო ფრონტის უდიდესი პარტიის, “ქედმოუხრელი საფრანგეთის” ულტრამემარცხენე ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი გამარჯვებას აღნიშნავს და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, რომ დამარცხება აღიაროს. “ამაღამ ულტრამემარჯვენეები უმრავლესობისგან ძალიან შორს არიან… არჩევნების რეზულტატი დიდებული მობილიზაციის ძალისხმევის შედეგია… პრეზიდენტმა ქედი უნდა მოიხაროს და დამარცხება აღიაროს… პრემიერმინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს… პრეზიდენტს აქვს […]

საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიტანეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირთან, მხარს დაუჭერს უკრაინას

ბრიტანეთი უნდა იყოს ევროკავშირის “კარგი მეზობელი”, და მიზნად დაისახოს “უფრო მჭიდრო პარტნიორობა” ამ ბლოკთან – განაცხადა ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ 7 ივლისს. ლემიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი გამოიყენა გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში თავისი კოლეგებისთვის იმის სათქმელად, რომ ახლა არის “გადატვირთვის შანსი” და კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობის დრო […]

ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ემანუელ მაკრონის პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა

ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. მანამდე BBC-ი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და […]

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის არჩევნებში ლიდერობს მემარცხენე ალიანსი

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, მოულოდნელი შედეგებით, პირველ ადგილზე გადის მემარცხენე ალიანსი – რომელიც უსწრებს ულტრამემარჯვენე ძალებს, მარინ ლე პენის “ეროვნულ გაერთიანებას”. ამ მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, ლე პენი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას. თუ ეს შედეგი დადასტურდება, პარლამენტი იქნება დაყოფილი სამ დიდ ჯგუფს შორის, მნიშვნელოვნად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებით. ამ ჯგუფებს ერთად მუშაობის ისტორია არ ჰქონიათ. […]

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში 1981 წლის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 26,63 პროცენტმა მისცა ხმა,- ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო AFP-ი აღნიშნავს, რომ ეს 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12.00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად ნაკლები – 18.99 პროცენტი იყო. მედია წერს, რომ არჩევნებში […]

“მიქაუტაძის ბრალია, რომ “აიაქსში” არაფერი გამოუვიდა” – თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი მწვრთნელი

„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. „მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან’ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, […]

საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია მესამე ადგილზე გავიდა – IPSOS-ის ეგზიტპოლი

IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული ერთობა მოულოდნელი მარცხი განიცადა და მესამე ადგილზე გავიდა. ამავე მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა გაერთიანებამ მეორე ადგილი დაიკავა. წინასწარი შედეგებით, ახალი სახალხო ფრონტი, რომელიც ხუთი პარტიისგან შედგება, პარლამენტში 172-192 ადგილს მოიპოვებს. ამავე […]

“არსებობს განცდა, რომ ტურბულენტური ზონა დამთავრდა და ყველა მექანიზმი თავის ადგილზეა” – ბახტურიძე ენერგეტიკის სექტორზე

“უსასრულო ენერგიის” დამფუძნებელი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სფეროში ცვლილებები დადებითია, თუმცა ხილული შედეგების მიღებას რამდენიმე წელი დასჭირდება. “ენერგეტიკის სექტორში ბევრი სიახლეა, თუმცა თვალხილული შედეგები ჯერ არ დამდგარა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ახალი ელექტროსადგურები შევა ექსპლუატაციაში. თუმცა საკანონმდებლო ბაზა, დაფინანსების მექანიზმები გაუმჯობესდა და უფრო ხილული გახდა ის გზა, რაც დეველოპერმა უნდა გაიაროს. იყო პერიოდი, როდესაც […]

რატომ აშენდა მზის ელექტროსადგური ტბაში და არა მიწაზე – „კუნძულოვანია და ჩართული არ არის ქსელში“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში მიმდინარე 23 აპრილს, საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მზის მოტივტივე ელექტროსადგური გაიხსნა. განხორციელებული საპილოტე პროექტის მიერ ყოველწლიურად გამომუშავებული ენერგია 300 000 კვტ.სთ-ს აღწევს, რაც ხარჯებს, წლიურად, 32 400 აშშ დოლარით შეამცირებს. გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აშენდა აღნიშნული მზის ელექტროსადგური ტბაზე და არა მიწაზე. კითხვით „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ […]