მალის, ნიგერისა და ბურკინა-ფასოს ხუნტის ლიდერებმა კონფედერაციის შეთანხმება გააფორმეს

6 ივლისს 3 აფრიკული ქვეყნის ხუნტის ლიდერები: მალის ასიმი გოიტა, ნიგერის აბდურაჰმან ტჩიანი და ბურკინა-ფასოს იბრაჰიმ ტრაორე ნიამეიში შეიკრიბნენ. მათ ხელი მოაწერეს კონფედერაციის ხელშეკრულებას, რომლის მიზანიცაა გააძლიეროს ერთიანი თავდაცვის პაქტი – საჰელის სახელმწიფოების ალიანსი (AES), რომლის შექმნაც გასულ წელს გამოაცხადეს. “ეს სამიტი წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი საერთო სივრცის მომავლისთვის. საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის კონფედერაციის მეშვეობით ერთად […]

საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია

დღეს, 7 ივლისს, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 59.71% გამოვიდა, რაც 1981 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთანავე, ეს რიცხვი მცირედით აღემატება პირველი ტურის მაჩვენებელს, როდესაც არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 59.39% იყო. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობდა, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი […]

ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

“ეიპიემ ტერმინალს ფოთისა” და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ინფორმაციას “ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამის ,,სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ და […]

ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომელთაც მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა. “სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი […]

პრემიერ-მინისტრმა იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას – […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. მათთვის […]

ვულკანი ეტნას ფერფლი და კვამლის სვეტი 5კმ-ის სიმაღლეზე გავრცელდა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნას აქტივობა კვირას გაიზარდა – ლავა ამოიფრქვა, ფერფლისა და კვამლის სვეტი ხუთ კმ-ის სიმაღლეზე გავრცელდა. ამის შესახებ სააგენტო EFEნ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ცნობით, ეტნას აქტიურობას თან ახლავს მუდმივი მიწისძვრები, ისინი დაფიქსირდა 2,8 ათასი მეტრის მანძილზე ამიტომ ეს ფენომენი საფრთხეს არ უქმნის ვულკანთან ახლოს მდებარე ქალაქებს. […]

8-12 ივლისს უწყებათაშორისი სწავლება “პარტნიორი 2024” გაიმართება

8-12 ივლისს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანზიებით ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისო სწავლება პარტნიორი-2024 ჩატარდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არაა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ წვრთნებში მონაწილეობას. განცხადების მიხედვით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას და სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. “ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, […]

20 წ. | მცირედი ცვლილებებით იტალიასთან

“უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩს 9 ივლისს სტელენბოშში, “დენი ქრავენ სთედიუმზე” იტალიის წინააღმდეგ გამართავენ. ეს არის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში, რომლის შემდეგაც გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ლადო კილასონიას შეგირდები. იტალიასთან მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, მეორე ტურში კი ირლანდიისგან ლელო-გარდასახვა მესამე […]

ირანის სამთავრობო მედია: ირანული სამხედრო გემი პორტში შეკეთებების დროს გადაყირავდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეკეთების მიზნით ბენდერ-აბასის პორტში გაჩერებული ირანის საზღვაო ძალების ფრეგატი IRIS Sahand-ი გადაყირავდა. ინტერნეტში გავრცელებულ სურათებში პორტში გადაყირავებული გემი ჩანს. გავრცელებულ ინფორმაციას ირანულ სამთავრობო მედიაშიც ადასტურებენ, თუმცა მომხდართან დაკავშირებით დეტალური ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. “როდესაც ნავსადგომში Sahand-ის შეკეთება მიმდინარეობდა, [გემში] წყლის შეღწევის შემდეგ მან ბალანსი დაკარგა. საბედნიეროდ… ხომალდი მალევე დაუბრუნდება წონასწორობას”. – ამბობს […]