ვიქტორ ორბანი სი ძინპინს – ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს პეკინში შეხვდა, – ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით. უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის მოწოდებით გამოდის”, – აღნიშნა ორბანმა შეხვედრის შემდეგ. ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად“. […]

ოთარ შამუგია სასათბურე მეურნეობების მქონე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის […]

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, […]

გაიგეთ, რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7613 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7860 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9886 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0203 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ოპოზიციის შეფასებას, თითქოს ფორმალურია ეს ყველაფერი, შევახსენებ, რომ ფორმალური არის მათი გაერთიანებები, დაყოფები, დაშლები და შეერთებები

რაც შეეხება გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ოპოზიციის შეფასებას, თითქოს ფორმალურია ეს ყველაფერი, შევახსენებ, რომ ფორმალური არის მათი გაერთიანებები, დაყოფები, დაშლები და შეერთებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია გენერალური პროკურორის კანდიდატობის მოსმენის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება. „რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, რომ ფორმალურია ეს ყველაფერი, მე მათ შევახსენებ, რომ ფორმალური არის ზუსტად ეს მათი გაერთიანებები, […]

ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი საქართველოს ქალთა ნაკრების მოთამაშეებისთვის დასრულდა. მსგავსი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალება მისცა საფეხბურთო კარიერის მიმდინარეობისას სამწვრთნელო განათლება მიეღოთ. კურსის მონაწილეებს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართეს და საერთაშორისო დონეზე […]

საქართველოდან ევროპისა და ჩინეთში მოსაპირკეთებელი კირქვების ექსპორტი დაიწყო

საქართველოდან ევროპისა და ჩინეთში მოსაპირკეთებელი კირქვების ექსპორტი დაიწყო. როგორც Colliers Georgia MMS-ს მმართველმა პარტნიორმა მაია ზავრაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვების კომერციული მოცულობები უკვე შევიდა რამდენიმე საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იტალია და ჩინეთია. ზავრაშვილის თქმით, კარიერების დამუშავებასა და წარმოებას კომპანია “ზოდის” ჯგუფში შემავალი “ლაიმსთოუნ ჯორჯია” ახორციელებს, რომელთან პარტნიორობით Colliers MMS ორი […]

6 თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულება, 1 403 706 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული, „ლელოს“ – 910 490 ლარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 464 402 ლარი – ამავე პერიოდში, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ

საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 2 839 895 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის, პირველ ექვს თვეში, ყველაზე მეტი შემოწირულება, 1 403 706 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. თბილისის მერი, კახა […]

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ […]

მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოზე დაბალი ცხოვრების ღირებულების ინდექსი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს – Numbeo

Numbeo-მ 2024 წლის ივნისისთვის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა ქალაქების მიხედვით. რეიტინგში სულ 218 ქალაქს შორისაა საქართველოს 2 მთავარი ქალაქი – თბილისი და ბათუმი. ცხოვრების ღირებულების ინდექსში საქართველოს დედაქალაქი 153-ე ადგილზეა 35.7 ქულით, ბათუმი – 179-ზე 31.2 ქულით. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 126-ზეა ერევანი 42.1 ქულით, 136-ზე თურქეთის დედაქალაქი სტამბოლი 39.1 ქულით, 137-ზე რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, […]