რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები იმ ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ბავშვთა საავადმყოფოსთან იმყოფება, რომელიც რუსეთის სამიზნე რამდენიმე საათის წინ გახდა. „რუსეთის მიერ კიევზე მასირებული შეტევის შედეგად მტრის რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს შენობას მოხვდა. პაციენტები ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაინგრა მათ შორის, დიალიზის გადასხმის განყოფილება, სადაც ბავშვები პროცედურაზე იყვნენ. დაზიანებები მიიღეს ექიმებმაც და პაციენტებმაც. ნანგრევების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ბავშვთა საავადმყოფოს შენობის სარდაფში შესაძლოა […]

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი“ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს: „ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები […]

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანუელ მაკრონმა გაბრიელ ატალს თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას სთხოვა, ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ატალს, ამ დროისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენა სთხოვა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავდა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული […]

სანდრო რაქვიაშვილი – არ მჯერა, რომ ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთ მხარეს არის ნიკა გვარამია და მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი და თინა ბოკუჩავა

არ მესმის, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ „ნაცები“ არ არიან. „ნაცი“ არ ხარ იმ შემთხვევაში თუ უშვებ, რომ „ნაცებთან” კოალიციას არ შეკრავ და შეკრავ სხვა პარტიებთან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა. რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „პოლიტიკურ სპექტრს და ზოგადად, ქვეყანას დრო იმაზე დააკარგვინეს, ერთიანდებოდნენ თუ არა“. […]

რუსთავში, Oxygen/Fest-ი ჯგუფ REGGAEON-ისა და MURO-ს კონცერტით დასრულდა

რუსთავში, „ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები, ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტითა და „MURO“-ს პერფორმანსით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალი 1 ივნისს ,,ფიშ ფესტით გაიხსნა”. ,,Oxsygen Fest”-ის სივრცე ტრადიციულად რუსთავის პარკში ისტორიული ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტბის პირზე იყო მოწყობილი. საფესტივალო სივრცე ,,ფიშ ფესტის” პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და შემსრულებლებს […]

წილოსანი წვრთნების გადადებაზე: მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს

სამხედრო წვრთნების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაკვირი იყო და ამას პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. თუმცა, მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესის არ არის. რა თქმა უნდა, ქართულ სამხედრო ძალებს მსგავსი აქტივობები კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, მაგრამ ეს წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში ტარდებოდა და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს.

დავით ნარმანიამ “ეკონომიკურ ფორუმზე” წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა –

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე. „სემეკი წყალმომარაგების სექტორს არეგულირებს 2008 წლიდან. ძირითადი მიმართულებებია წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი […]

2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – ივანე ჩხაიძე

2 კვირაა, რაც ქვეყანაში გრიპი აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი – მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, მან შეიძლება ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი. „ბოლო ორი […]

ვადაგადაცილებული სესხები 511.3 მლნ ლარი გახდა

მაისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 12.4 მლნ ლარით შემცირდა და 511.3 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 43.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. „მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით დაკრედიტების […]

მირიან მირიანაშვილი – აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ ვაშინგტონის მოთმინება უსაზღვრო არ არის და ის ამიერიდან საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკულ ნაბიჯებს არ გაატარებს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, გასულ კვირას ყაზახეთში შოსის სამიტის შედეგებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, რადგან საქართველოში დაგეგმილ „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობაზე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა „გაურკვეველი ვადით“ გადადების შესახებ“ განაცხადა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ […]