კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპაში. „ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა […]
რომან გოცირიძე – არასამთავრობო სექტორს ურჩევნია ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ – როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდათ რუსული ხელისუფლების შეცვლა

არასამთავრობო სექტორს ურჩევნია, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ – დღეს, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უნდათ ამ რუსული ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის შესახებ. გოცირიძის თქმით, გასაკვირი […]
ცოტნე ანანიძე ანაკლიაში ჩინელების ჩამოსახლებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე – ქსენოფობიური განცხადებაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი [ანაკლიის] პორტი ჩინელების ხელში – ანაკლიაში ჩინელებს ჩამოასახლებენ, რუსთავში ყაზახებს. ქართველების ადგილი აღარ იქნება“. ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებას ქსენოფობიურს უწოდებს. „ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიას ვინ გადასცა?! […]
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასათბურე მეურნეობის მქონე ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სასათბურე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ერთწლიანი კულტურების წარმოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „სამინისტრო არაერთი მიმართულებით ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ პროექტებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული აგროპროდუქციის წარმოებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი ბაზრის […]
რუსი ტურისტებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი ყველაზე ბიუჯეტური საზღვაო მიმართულებაა – ATOR

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, რუსი ტურისტებისთვის, ივლისის შუა რიცხვებში, ზღვისპირა დასვენების ყველაზე ბიუჯეტური ადგილი ოკუპირებული აფხაზეთია. 10-დღიანი ტური 2 პერსონაზე მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმითა და ფრენით 87,2 ათასი რუბლიდან ღირს, რაც საშუალოდ 990 დოლარამდეა. რუსული მედია წერს, რომ სოჭში მოგზაურობა ცოტა ძვირი დაჯდება. ტურის ღირებულება 100,1 ათასი რუბლია (1130 დოლარი) 2 ადამიანისთვის. პაკეტში […]
ზურიკო დავითაშვილი კარიერას სენტ-ეტიენში გააგრძელებს – L’Équipe

საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას, სავარაუდოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. როგორც L’Équipe წერს, დავითაშვილი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს […]
„იმ წლებში ვიჯექი ხოლმე მაგნიტოფონთან და კასეტაზე კომენტარებს ვწერდი მიკროფონით, ძირითადად “დინამოზე.” ვკომენტატორობდი“ – რას იხსენებს გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს: „აი, მე ფეხბურთის ყურება მაშინ დავიწყე, როცა თბილისის “დინამო” საბჭოთა პირველობაზე გამოდიოდა. პირველი, ვისი გვარიც ეკრანზე გავიგონე, ალექსანდრე ჩივაძე იყო. ბურთს დასარტყმელად ასწორებდა. ჩვენი გუნდი მოსკოვის “სპარტაკს” ეთამაშებოდა. მერე მახსოვს “ვერდერთან” თამაში და წაგება. თან, საავადმყოფოში ვადევნებდი თვალს. ვერდერის ბრემენიო, ასეც ვამბობდი მაშინ. ცოტა გვიან უკვე სტადიონზეც წავედი დინამო-ნეფთჩის […]
„იმედია, მალე ,,დაგნებდებათ” და ევროკავშირიც საბოლოოდ შეაჩერებს მის რიგებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს…“ – კახა მიქაია

პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს: „როგორც ხედავთ, ,,გლობალურმა ომის პარტიამ” (პენტაგონი) თავად გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერება… (ნუუ… მიზეზი, როგორც იტყვიან, ,,საინტერესო არ არის”!!!) ვფიქრობ, აწი სულ არ დაგჭირდებათ ,,მეორე ვეშაპთან” ბრძოლა, ,,პირველი ვეშაპი”(რუსეთი) ხომ თქვენი ჭკუით უკვე ,,დაამარცხეთ” და აჰა, დაგიფასდათ, მეორემ თავად დატოვა ბრძოლის ველი… იმედია, მალე ,,დაგნებდებათ” და ევროკავშირიც საბოლოოდ […]
გეგელია: მე ვერ ვიტყვი, რომ მოლაპარაკება ჩიხშია შესული

მე ვერ ვიტყვი, რომ ჩიხშია შესული მოლაპარაკება – ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან – მათ შორის არის, რა თქმა უნდა დროა და გირჩი, არის ახალიც, არის გარკვეული დეტალებიც, რომელიც უნდა შეჯერდეს ჯერ კიდევ, ამიტომ მე მოვერიდები ამაზე საუბარს კოლეგიალური ეთიკის დაცვით ბუნებრივია. თქვა, პარტია ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ TV პირველის […]
ორბანის ულტრამემარჯვენე ალიანსი ევროპის პარლამენტში ჯგუფის სტატუსს მიიღებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპის პარლამენტში გასულ კვირაში დაფუძნებულ ულტრამემარჯვენეთა ალიანსში საკმარისი რაოდენობის პარტიაა თავმოყრილი საიმისოდ, რომ ალიანსს ჯგუფის სტატუსი მიენიჭოს. გასულ შაბათ-კვირას ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს ჰოლანდიის პარტიამ მშვიდობისთვის (PVV), ბელგიის პარტია Vlaams Belang-მა და ნიდერლანდების სახალხო პარტიამ. ამ პარტიათა განცხადებები ნიშნავს, რომ შვიდი სახელმწიფოა წარმოდგენილი ალიანსში, რომელსაც “პატრიოტები ევროპისთვის” ჰქვია. ევროკავშირის საკანონმდებლო […]