ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ დაბანილ-დავარცხნილებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა

ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ დაბანილ-დავარცხნილებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა „ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა. […]

“ჯანდაბა, თმა შეიჭერი და ფეხბურთზე იფიქრე” – ობი მიკელმა მუდრიკს მიმართა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა Obi One-ის პოდკასტში “ჩელსის” შემტევის, მიხაილო მუდრიკის შესახებ ისაუბრა. “ლურჯების” ყოფილი ნახევარმცველის თქმით, უკრაინელმა ვარჯიშს მეტი დრო უნდა დაუთმოს და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირდეს. “ჯანდაბა, მან თმა უნდა შეიჭრას, ტატუების გაკეთება შეწყვიტოს, თავს მიხედოს და ფეხბურთზე სრულად კონცენტრირდეს. თუ ის ამას გააკეთებს, ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდება. მუდრიკს სისწრაფე და ძალა არ […]

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი. შეთანხმების დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება. ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასაც შეხვდება.

კობერიძე: გირჩი-დროას, ახალსა და ლელოს შორის საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებულია

ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მოლაპარაკებები ძალიან სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრა ახლაც გრძელდება. ყველა მონაწილე მხარე – გირჩი-მეტი თავისუფლებაც, დროაც, ლელოც და ახალიც მოტივირებულია, რომ გადაწყვეტილება დღესვე იყოს მიღებული. საკითხების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა და საუბარი ამაზე მიდის. შეუთანხმებელი ფუნდამენტურად ისეთი საკითხი არ ყოფილა, რის გამოც მოლოდინი გვექნება, რომ შეთანხმება ვერ ხდება. პირიქით, […]

ახალი გვირაბი ბაგების ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

2025 წლის იანვარში იგეგმება გზისა და გვირაბის მშენებლობის დასრულება, რომელიც თბილისში, ბაგების ახალი ხიდიდან მიმავალ ავტომანქანებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. „პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება“, – თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ახალი პროექტის მშენებლობას გაეცნო. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარებიც […]

რუსეთში ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

ადამიანის უფლებების რუსი აქტივისტის, სვიატოსლავ ხრომენკოვის თქმით, ციმბირში მდებარე ციხის მესვეურებმა ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი, ნატალია ფილონოვა გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს. ფილონოვა ამჟამად იმყოფება ციხის იმ განყოფილებაში, სადაც პატიმრებზე უფრო მკაცრი კონტროლია დაწესებული, მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ციხის სხვა არეალებზე და ასევე ეზღუდებათ შეხვედრები ახლობლებთან. ფილონოვას 17 თვით აქვს მისჯილი პატიმრობა 2022 წელს, უკრაინის ომში […]

დარჩიაშვილი ნატოს სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ალბათ მართლა დიდი ძალა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი „ნაცმოძრაობის“ სიაში ხვდება

„ნაცმოძრაობა“ ერთი რგოლია იმ ნაცური იდეოლოგიის განმახორციელებელი დავალებების შემსრულებელი, რომელიც შიგნით როგორ გადალაგდება მნიშვნელობა არ აქვს,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალ სახეებზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძე შეეხო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალი სახე მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი იქნება. მდინარაძის თქმით, ალბათ კომპრომატები არსებობს […]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრო ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას

„ქართული ოცნების“ ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა. „ქართული ოცნება“ როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი „ტრიუკების“ ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ […]