,, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი: ,,ბოლო დღეებში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შესაძლო კონფიგურაციასთან დაკავშირებით დისკუსიისას, არაერთხელ იქნა მოშველიებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემები. კვლევა მოიხსენიება როგორც “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული”. ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადდა. კვლევა […]

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პოლიცია მას ჯერ კიდევ ეძებს

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. პროკურატურა მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. აღნიშნული დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადამიანი, ვინც კურიერი დაჭრა, 40 წლამდე მამაკაცია და ის უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა პოლიცია მის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, […]

რუსეთმა კიევის ბავშვთა საავადმყოფო და რამდენიმე ქალაქი დაბომბა, დაღუპულია 29 ადამიანი

ორშაბათს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიმდინარეობდა. შედეგად, მოკლულია 29 ადამიანი. მძიმე სიტუაციაა კიევშიც, სადაც რუსეთმა საბავშვო საავადმყოფო დაბომბა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. საავადმყოფოს ნანგრევებისგან გასაწმენდად ასობით ადამიანი მივიდა ქალაქის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ნანგრევებში, შესაძლოა, პაციენტებიც იყვნენ მოყოლილები. “საშინელება იყო. […]

საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

საქართველოში საღეჭი რეზინის იმპორტი 23%-ით გაიზარდა

2023 წელს 204 მლნ დოლარზე მეტის საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 30 მლნ დოლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს საღეჭი რეზინის იმპორტის მოცულობა 506.9 ტონა იყო, რაც წლიურად თითქმის 23%-ით ნაკლებია (2022 წელს 412.9 ტონა), ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულ პერიოდში საღეჭი რეზინის იმპორტმა თითქმის 2 მლნ აშშ დოლარი […]

Webster University Georgia-ში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი დასრულდა

Webster University Georgia-მ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ესეების კონკურსი წარმატებით დაასრულა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში კონკურსში 50-მდე ესე იქნა წარმოდგენილი. კონკურსის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორისაც 1000 ლარიანი საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გადანაწილდა. · პირველი ადგილი, მარიამ ჯუღელი, ქალაქ ქუთაისის 41 […]

პროკურატურამ „გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, […]

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

ჯო ბაიდენმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატი“ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ერთი ამოცანა გვაქვს. დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. ჩვენ „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ კონვენციამდე 42 და არჩევნებამდე 119 დღე გვაქვს. კითხვა, თუ როგორ წავიდეთ წინ, უკვე ერთ კვირაზე მეტია კარგად გაჟღერდა და დროა […]

სენატორ მენენდესის სასამართლოზე საბოლოო არგუმენტების მოსმენა იწყება

მოსალოდნელია, რომ ორშაბათს სენატორ ბობ მენენდესის კორუფციის საქმის პროკურორები, საბოლოო არგუმენტების წარმოდგენას დაიწყებენ. წარსულში გავლენიანი სენატორის მიერ, ასობით ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების შესახებ ბრალდების თაობაზე, ჩვენებების მიცემა შვიდ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. მანჰეტენის ფედერალური პროკურორები ამბობენ, რომ მენენდესი ცდილობდა დახმარებოდა ეგვიპტეს, რათა შეერთებული შტატებისგან მილიარდობით დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება მიეღო და მხარს უჭერდა ნიუ-ჯერსელი ბიზნესმენის […]

ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში 35 წლის შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რომელმაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.