რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. ჩვენ რუსეთს მის ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, ხოლო პუტინს თავდასხმების ბრძანების გაცემისთვის. ყოველ ჯერზე, მასთან […]

განსხვავებული კონცეფციის რესტორანი „წისქვილი ტერასა“ სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს

„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს. ახალი ფილიალი აერთიანებს დარბაზს, ტერასასა და ვიტრაჟულ სივრცეებს.

კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა, იარაღით დაჭრა – პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში გლოვოს კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და […]

$2.5-მილიონიანი ინვესტიციით Entrée ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს

მომავალი წლიდან საცხობების ქსელი Entrée აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს. როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, საწყის ეტაპზე, 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 25 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. კომპანიას აშშ-ში საინვესტიციო სამიტზე დასწრება შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარა და ამჟამად განვითარებისთვის ქალაქს არჩევს. აღსანიშნავია, რომ Entrée ერთ-ერთი იმ კომპანიებიდან, რომლებიც საინვესტიციო სამიტს, SelectUSA-ის, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით, დაესწრნენ. ცნობისთვის, […]

დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს

მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს From Scratch-ის პროდიუსერი დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ეწვია. წინანდალში ჰოლივუდის პროდიუსერსა და მსახიობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წინანდალში შეხვდა. დეივიდ […]

,, რაღაც სისულელეებს იძახიან, პნევმატური იყო ნასროლიო და სულელი არავინ არ არის…” – კურიერების სოლიდარობის აქცი

ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრილი კურიერის, თემო სიგუას კოლეგებმა შემთხვევის ადგილზე სიმბოლურად ლუდი მიიტანეს. ,,გუშინწინდელის გამო, სიმბოლურად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა ეს და ვაპირებთ დადებას აქ. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და რაღაც სისულელეებს იძახიან, პნევმატური იყო ნასროლიო და სულელი არავინ არ არის… …ერთი ბოთლი ლუდის გამო ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სახლიდან რომ გამოდის, რომ […]

“ბორჯღალოსნები” | 34 მოთამაშით იაპონიასა და ავსტრალიაში

ფიჯისთან ბათუმში გამართული მატჩის (12:21) შემდეგ, “ბორჯღალოსნები” იაპონიაში ჩავიდნენ, სადაც 13 ივლისს სენდაიში, საქართველოს დროით 14 საათზე “იურტეკ სთედიუმზე” “საკურებს” ერკინებიან. მეორე დღეს, 14 ივლისს ჩვენი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება და 20 ივლისს სიდნეიში, ჩვენი დროით 09:45 საათზე, “ალიანს სთედიუმზე” “ვოლაბებთან” მსოფლიო თასს მიღმა პირველად ითამაშებს. რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ რაზმში 34 მორაგბეა – 20 მორკინალი და […]

ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში

მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის, კიევში, სადაც შეტევა ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს. წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 8 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე. ამ დრომდე, […]

რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს: „რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“

,,რემი ვაშაკიძისთვის არ არსებობდა აქ გამონაკლისი, იყო ეს ედუარდ შევარდნაძე თუ ზვიად გამსახურდია“ – რას იხსენებს იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრრბი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რემი ვაშაკიძის გარდაცვალებას ასე ეხმაურება: ,,სიკვდილი სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვა და მისი გარდაუვალი ნაწილია. სიკვდილი ცხოვრების ფინიშია. მიდიხარ, მირბიხარ, დგახარ თუ უკანუკან იხევ ცხოვრებაში – მაინც იმ ფინიშისაკენ მიდიხარ,მირბიხარ, მიექანები. ეს ბავშვმაც იცის და ამის ყველაფრის ცოდნის მიუხედავად იცხოვრო ფასეულობრივად, აი ესაა ცხოვრება და მისი აზრი. დიდი […]