ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში 35 წლის შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

ევროპულმა საქართველომ არასამთავრობოებისა და კონკურენტი პარტიების კვლევა გამოაქვეყნა

ევროპულმა საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციების და რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. პარტიაში აღნიშნაენ, რომ მათ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, შინაარსობრივი ალოკაციით, შემდეგია: · ქართული ოცნება – 34.4% · ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 16.9% · ახალი – 12.4% · ლელო – 8.0% · გახარია საქართველოსთვის – 6.9% · გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა – […]

FAS Group-მა აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად მუშაობა დაიწყო – რა მოუტანა კომპანიას საინვესტიციო სამიტმა?

ქართული კომპანია FAS Group-ი, რომელიც ბიზნესისთვის სრულ საბუღალტრო მომსახურებას უზრუნველყოფს, ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს.

ზელენსკი გაეროს მოქმედებას ითხოვს ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოში შეხვედრის გამართვას ითხოვს და აცხადებს, რომ სამაგიერო გადახდილი იქნება რუსეთის “მასშტაბური” საჰაერო თავდასხმისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით – მათ შორის, როგორც ჩანს, საკრუიზო რაკეტისთვის, რომელიც ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს დაეცა 8 ივლისს, შუადღის წინ. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორმა და ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა სწრაფად დაგმეს რუსეთის თავდასხმები, რომლებსაც, უკრაინის მესვეურთა […]

“გლოვოს” კურიერის დაჭრის საქმეზე პროკურატურამ მუხლი დაამძიმა

„გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მანამდე, კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა. ბრალდებული დაკავებული არ არის და მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) […]

პეკინიდან ვაშინგტონში – ვიქტორ ორბანი ნატოს სამიტს დაესწრება

ნატოს ვაშინგტონის სამიტზე დასასწრებად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩინეთიდან ჩამოვა. ორბანმა ამის შესახებ პეკინში განაცხადა, სადაც ის უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე სასაუბროდ არის ჩასული. ორბანი პეკინში, მოსკოვსა და კიევში სამშვიდობო გეგმაზე საუბრობს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები მჯსელობენ და მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა ქვეყანამ თავდაცვა შეძლოს და რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ნატოს სამიტის მთავარი […]

,,… ვგულისხმობთ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას…” – რას აქვეყნებს გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია: ჩვენი პოზიცია არსებულ ვითარებაზე: 📌ევროპულ საქართველოს მხარდაჭერის არსებითი ზრდა ( თბილისში ნედლი – ალოკაციის გარეშე 5.4 %, ქვეყანაში შინაარსობრივი ალოკაციით 4.4 %) 📌საუკეთესო შედეგი ოპოზიციისათვის სამი ცენტრის ჯამს მოაქვს და არა ერთ საარჩევნო სუბიექტად შეკვრას 📌საუკეთესო სინერგია აქვს ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს საარჩევნო ერთეულად ქცევას – 2.5 %-ით მეტი […]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“, – წერს ნარენდრა მოდი X-ზე. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა […]

კაჭკაჭიშვილი კვლევაზე: პროდასავლური ოპოზიციის მხარდამჭერთა ჯამი არსებითად მეტია ოცნებისაზე

ბოლო დღეებში, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შესაძლო კონფიგურაციასთან დაკავშირებით დისკუსიისას, არაერთხელ იქნა მოშველიებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემები. კვლევა მოიხსენიება როგორც “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული”. ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კვლევის ინტერპრეტირებული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არსებითად არასწორი მონაცემები. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადდა. კვლევა მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო […]

კურიერის დაჭრისთვის ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით […]