კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 31 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. მათ შორის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ობიექტი გახდა ბავშვთა საავადმყოფო უკრაინაში.

ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს მხარდაჭერას პირდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში

ისრაელის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა 8 ივლისს თქვა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარლამენტში მხარდაჭერას გამოუცხადებს, პოსტზე მისი დატოვების მიზნით – თუკი მმართველი კოალიციის წევრები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო გაერთიანებას დატოვებენ. ნეთანიაჰუმ თავის წარმომადგენლებს ნებართვა მისცა განაახლონ მოლაპარაკება შესაძლო შეთანხმებაზე ჰამასთან – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ – ღაზაში ომის დასრულების და 7 ოქტომბერს […]

ნოდარ ხარშილაძე – ამერიკამ გადახედა ჩვენთან ურთიერთობას, უნდა ველოდოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარების გაუქმებასაც – ლილუაშვილმა ცუდი გზავნილები ჩამოიტანა, ამერიკული მხარისგან ვიცი, რომ ცივი შეხვედრები ჰქონდა

სამხედრო წვრთნების გაუქმება – ეს უკვე არის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, არამედ უკვე გადახედა ჩვენთან ურთიერთობას , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ ძალიან ბევრი პროგრამების გაუქმებას. „საქართველოს ყველაზე მყარი […]

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი 11 ივლისს იხსნება

11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. „სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის: 17:00 საათიდან სპორტული ( მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი) თამაშები, ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა. 20:00 სთ-ზე – ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის” გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება“, – […]

სტოლტენბერგი: ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს

სამშაბათიდან, ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. ნატოს გენერალური მდივანი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე ჟურნალისტს შეხვდა. მათთან საუბრისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს მშვიდობა სურთ, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ვლადიმირ პუტინი გაიაზრებს, რომ მას ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია. “ამ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა. მაგრამ, ეს […]

“მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს” – წილოსანი წვრთნების გადადებაზე

ქართული ოცნების წევრი ნინო წილოსანი ვაშინგტონის მიერ სამხედრო წვრთნების გადადებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება “მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს”. ამის შესახებ წილოსანმა ჟურნალისტებთან თქვა. “ეს წვრთნები ყოველთვის კეთდებოდა ორმხრივი ინტერესის ფარგლებში და თავისთავად, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ დააზიანებს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს პერიოდი ვფიქრობ, არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება […]

რა ვიცით კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმის შესახებ

8 ივლისს, რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს იერიში, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე. რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 68 დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რიცხვი ამჟამად უცნობია. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, საჰაერო თავდასხმის სამიზნე რამდენიმე ქალაქი გახდა, მათ შორის, კიევი, დნიპრო, სლოვიანსკი, […]

,, პირად ამბიციებსა და ბოღმას არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს ბედი!” – ბარამიძე ბოკერიას

ნაცმოძრაობის წევრი, გია ბარამიძე გიგა ბოკერიას პოსტს პასუხობს: ,,აბა თქვენ იცით, პუტინისა და ივანიშვილის მთავარი სამიძნე – მიშა და მისი გუნდი, მთავარი ოპოზიციური პარტია, ლანძღეთ და თან ამტკიცეთ რომ ოპოზიციის გამარჯვება გინდათ. პირად ამბიციებსა და ბოღმას არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს ბედი! ფოკუსი გაასწორეთ ქვეყნის მტრებთან ბრძოლაზე. თუ ასე გააგრძელებთ 1% -აც ვერ აიღებთ და ამით […]

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს სამიტს დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი (არარატ) მირზოიანი ნატო-ს პარტნიორებთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის კანონდარღვევით დამუშავებისთვის არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოავლინა – ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავტორიზებული პირების მომსახურებას იყენებდა არაერთი კომპანია, რომელთა მიზნებისთვისაც სატელეფონო ნომრებზე იგზავნებოდა მარკეტინგული შეთავაზებები. „2024 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომლის თანახმად, […]