1 300-ზე მეტი გაუქმებული ფრენა – ქარიშხალი “ბერილი” აშშ-ში

შეერთებულ შტატებში მოქმედმა ავიაკომპანიებმა, 8 ივლისს, 1 300-ზე მეტი რეისი გააუქმეს. შეფერხებების მიზეზი ქარიშხალი “ბერილია”, რომელიც ტეხასის შტატს დაატყდა თავს. საავიაციო მიმოსვლის საკონტროლო ვებგვერდის, FlightAware-ის მიხედვით, ამ დროისთვის, 1 331 ფრენა გაუქმდა და 505 გადაიდო. აქედან ყველაზე მეტი კომპანია “იუნაიტედისაა”, რომელმაც 406 რეისი გააუქმა. “ვაგრძელებთ “ბერილზე” დაკვირვებას და ვამცირებთ ფრენებს ჰიუსტონის საერთაშორისო აეროპორტში”, – განაცხადა […]
ვაშინგტონის გზავნილი თბილისს

გადაცემაში ნახავთ: იძიებს თუ არა აქტივისტებზე ძალადობას საქართველოს სამართალდამცავი უწყებები? როგორ განვითარდება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები, ვაშინგტონის კრიტიკის ფონზე? ევროკავშირი თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს; იქნება თუ არა ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატი?
ჯასტინ ტრუდო – ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს – ეს საშინელებაა

ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს, – ასე ეხმაურება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „ეს საშინელებაა. ბავშვთა საავადმყოფოზე და იქ მყოფ უდანაშაულო ბავშვებზე დარტყმას გამართლება არ აქვს“, – წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე. კანადის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, […]
ჯაფარიძე: მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს, პარტიებს, ახლა ერთიანობის დროა

მინდა, პირველ რიგში, მივესალმო ჩემს სტუდენტებს და ჩემს მოსწავლეებს, მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში ან დაიჭირეს და იხდის სასჯელს, ან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა. მინდა, ამ ადამიანებს გამოვუცხადო სოლიდარობა. სოლიდარობა მათ, ვინც გარეთაა, და მათ, ვინც ავტორიტარიზმთან ბრძოლის გამო ციხეებში იხდიან სასჯელს. მინდა, მადლობა გადავუხადო თინა ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, მათგან მოდიოდა […]
“ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” – ვინ არიან ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები
ამ წუთებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის – ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა: · გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი · თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი · სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი · ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი · არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი · გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის […]
ზელენსკი რუსეთს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

ნატოს სამიტის წინ, რუსეთმა უკრაინის ქალაქები, მათ შორის, დედაქალაქი კიევი დაბომბა. იერიშების შედეგად, მძიმედ დაზიანდა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის ამ საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი. იერიშების დროს უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ზელენსკი შეხვედრებს მართავს პოლონეთში, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების […]
ბოკუჩავა: ახლა დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების დრო არ არის – ერთიანობის დროა

ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია.
Entrée ბაქოში მერვე ფილიალს ხსნის

საცხობების ქსელი Entrée აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. როგორც BMG-ის კომპანიაში უთხრეს, ბაქოში მერვე ფილიალი სექტემბრიდან გაიხსნება.
მკაცრად ვგმობ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე, ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებს – სალომე ზურაბიშვილი

მკაცრად ვგმობ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე, ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებს – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებში სარაკეტო თავდასხმებს გმობს. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ეს კიდევ ერთხელ ასახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებს. „მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, […]
მსოფლიოში ფოლადის 54%-ს ჩინეთი აწარმოებს – World Steel Association

მსოფლიოში ფოლადის 54%-ს ჩინეთი აწარმოებს – World Steel Association World Steel Association-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სულ 1,888.2 მლნ ტონა ფოლადის წარმოება მოხდა. აქედან თითქმის 55% საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთზე მოდის. შესაბამისად, გასულ წელს, მსოფლიოში ფოლადის მთავარი მწარმოებელი ჩინეთი იყო 1,019.1 მლნ ტონა ფოლადის წარმოებით. სამეულშია – ინდოეთი და იაპონია 140.2 მლნ და 87 […]