თეთრი სახლი უარყოფს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება აქვს. თეთრ სახლს ისევ დასჭირდა მცდელობა პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გასაფანტად მას შემდეგ, რაც გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულის ჩათვლით, თეთრ სახლში რვაჯერ იმყოფებოდა პარკინსონის დაავადების სპეციალისტი, ნევროლოგი კევინ კანარდი. 8 ივლისს, ჟურნალისტებმა ამ […]
„ამ საფუძველზე ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება“, – ფრიდი

„[საქართველოს ხელისუფლება] ავტორიტარიზმის მიმართულებით წავიდა და ამ საფუძველზე, ამერიკულ-ქართული ურთიერთობები ვერ შენარჩუნდება“, – ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ელჩი დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იქნება ეს სავიზო შეზღუდვები, უვადოდ გადადებული სამხედრო წვრთნები თუ სხვა, ოფიციალურ თბილისს არ უნდა აკვირვებდეს. „რას ელოდებოდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება იმ ენით, რომლითაც ის საუბრობს ან […]
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც შედიოდა საბრძოლო მასალა, რადარები და უპილოტო საფრენი აპარატები. გერმანიის დახმარების განახლებული სია გამოქვეყნებულია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდება ხდება როგორც ბუნდესვერის მარაგებიდან, ასევე სამთავრობო იარაღის პროგრამით დაფინანსებული მიწოდების გზით. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავდა : საბრძოლო მასალას Leopard 1-ის საბრძოლო ტანკებისთვის, Patriot-ის […]
კიევში დღეს გლოვის დღეა

კიევის მაცხოვრებლები 9 ივლისს პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში იუწყება. „კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა“, – აღნიშნულია საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ […]
ჯო ბაიდენი – რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას. „მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა ამ მნიშვნელოვან მომენტში და ჩვენ არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, […]
უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, დაშავდა 170 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და 170 დაშავდა. დაშავებულებს შორის 13 ბავშვია. ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის […]
გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს რუსეთის თავდასხმაზე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა კიევის ბავშვთა საავადმყოფოში

გაეროს უშიშროების საბჭო 9 ივლისს შეხვედრას გამართავს და განიხილავს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე – რაც იყო ნაწილი 8 ივლისს განხორციელებული “მასშტაბური” შეტევებისა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, რასაც სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა მინიმუმ 140 პირი, აცხადებენ ოფიციალური პირები. უშიშროების საბჭოს შეხვედრა პლატროფმაზე X გამოაცხადა ბრიტანეთის მისიამ გაეროში, რომელსაც შესაბამისი თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, […]
ქალთა ნაკრები ბელარუსთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 12 ივლისს, ირის ანტმანის გუნდი თბილისში ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე გაიმართება. 16 ივლისს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას ესტუმრება. შეხვედრა დრუსკინინკაიში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), […]
რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება. “აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებს საქართველოს სანქციების კანონპროექტზე (იგივე MEGOBARI ACT-ზე) მუშაობას. როგორც კონგრესის წყაროები მეუბნებიან, მასზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება”. – წერს რაუფოღლუ X-ზე. […]
ახვლედიანი: ბატონ მდინარაძეს ვუსურვებ, ოპოზიციაში რომ გადავლენ, არ გაქრნენ

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ახლა არჩევანი დგას არა იმას შორის ვინ რომელ ოპოზიციურ გაერთიანებას შევუერთდებით ან არ შევუერთდებით, არამედ გადარჩება თუ არა საქართველო, როგორც სახელმწიფო, ეს არის ჩემთვის ყველაზე არსებითი თემა. ამისთვის ვხედავ მე ორ ამოცანას, პირველი არის უახლოესი ერთიანი, მტკიცე, ოპოზიციური ფრონტი და ამ ფრონტში ვგულისხმობ თუნდაც გაერთიანებებს, მაგრამ ფრონტი უნდა იყოს ერთიანი, ერთიანი ხედვით, […]