ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. “როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, […]
პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა“ დაფუძნდა

ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დაფუძნდა. პლატფორმის პრეზენტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი – 5 იქნება. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის […]
კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს

კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 9 ივლისის დილის მდგომარეობით, დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. „კიევზე მტრის გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117, გადარჩა 7 ადამიანი. 3 ლოკაციაზე […]
აშშ პოლონეთს F-35 თვითმფრინავების, Patriot-ის სარაკეტო სისტემებისა და Abrams-ის ტანკების შესაძენად 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები პოლონეთს იარაღის შესაძენად 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა და ეს შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. პოლონეთი ახორციელებს სამხედრო მოდერნიზაციის მთავარ პროგრამას, რომელიც მოიცავს აშშ-ის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენას, როგორიცაა F-35 ტიპის თვითმფრინავები, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და Abrams-ის საბრძოლო ტანკები“, – […]
დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზ მეფის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]
GGRC ევროპის 40 ქვეყანას შორის საქართველოს ESHRE-ს ღონისძიებაზე წარადგენს

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოება ESHRE წელს საიუბილეო მე-40 ფორუმს ამსტერდამში მასპინძლობს. 1985 წელს რობერტ ედვარდსისა და ჟან კოენის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რეპროდუქციის სფეროს შესწავლასა და კვლევის მხარდაჭერას 4 ათეული წელია ემსახურება. წელს უკვე მეორედ, ღონისძიებაზე საქართველოს ოფიციალურად წარმოადგენს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის GGRC დელეგაცია, კლინიკის დირექტორების – გიორგი არჩვაძისა და ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით. […]
ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამიტი იწყება

ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება. „ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინისთვის არსებით პაკეტზე შეთანხმდებიან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და ის ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ […]
კიევში გლოვის დღეა

9 ივლისი გლოვის დღეა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. 8 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია. 8 ივლისს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაიღუპა სულ მცირე 37 ადამიანი, მათ შორის 3 […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, კვერნაულა, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; […]
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ქვესადგურსა და ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი იუწყება. „წუხელ, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა აღკვეთეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ნა-დონუში მდებარე ნავთობის საცავში“ – […]