უკრაინამ ბელგოროდის, როსტოვის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებზე იერიში მიიტანა

უკრაინამ ბელგოროდის, როსტოვის, ვორონეჟისა და ვოლგოგრადის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები მიიტანა. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 4 ადამიანი. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, სამიზნე ერთდროულად გახდა ოლქის რამდენიმე ქალაქი და სოფელი. რამდენიმე ათეული დრონის სამიზნე გახდა როსტოვის ოლქიც, რუსეთის მტკიცებით, დრონების უმეტესობა მოიგერიეს, თუმცა, როგორც გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თქვა, ერთ-ერთ რაიონში […]
ჰერჩინსკი: ჯერ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო EU-ს გაფართოების დიდი ტალღის ნაწილი

დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის გაფართოებაზე. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და მეცნიერი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა თბილისში, რათა განიხილონ გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი […]
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერა შემცირდება, მათთვის განკუთვნილი თანხებით კი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარებას შეეცდებიან. “როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა […]
მსოფლიო ბანკი: საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა, 86,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა და იმ 30 […]
ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში – ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე

ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში – ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ყრილობაზე სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. აქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, – ასე შეაფასა ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პრეზენტაციაზე წარდგენილი „ახალი სახეები“ ისედაც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ. „ქალბატონი […]
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტაა ამოღებული. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით […]
ევროკავშირის ელჩი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და ახალი მთავრობა დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება […]
პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები – რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული

რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ეს თავად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები. “საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ერთხმად, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გასული წლის დეკემბერში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა […]
პაველ ჰერჩინსკი – ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე […]
დავით ზალკალიანი – ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორსა და წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას

ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დავით ზალკანიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შესაძლებლობა ექნება, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს […]