მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანისა და ყალბი პასპორტით საზღვრის კვეთისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის […]
აშშ და ნატოს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გამოაცხადებენ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 ივლისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი ნატო-ს მოკავშირეები ამ კვირაში ახალ ზომებს გამოაცხადებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. იმავე განცხადებაში ჯო ბაიდენმა შეაფასა რუსეთის „სასტიკი“ სარაკეტო დარტყმა კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე, რომელსაც ათობით ადამიანის, მათ შორის რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. “რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომელმაც დღეს ათობით უკრაინელი […]
ორბანის თანახმად, სი ძინპინი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტთან ვიზიტის ანგარიშის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს „სამშვიდობო ტურმეს“ მესამე რაუნდის, – პეკინში პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის – შესახებ აბარებს ანგარიშს და ამჯერად ჩინეთის პოზიციებს უზიარებს ევროპელ ლიდერებს. რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა დოკუმენტი – 2024 წლის 8 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელიც ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს […]
რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს – ზელენსკი

რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს – ზელენსკი კიევში თითქმის 24 საათია სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ იქ ბავშვები არიან მოყოლილები. დაშავებულთა რიცხვი 170-ს აჭარბებს. დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. ამის […]
სოზარ სუბარი: სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე

სოზარ სუბარი: სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე „სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი მარიონეტები. მისივე თქმით, სამხედრო სწავლება […]
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის – სოფო ჯაფარიძე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის – სოფო ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებელს” ახალი პლატფორმა, რომელსაც “ერთიანობა“ დაარქვეს, პარტიაში განხეთქილების და უთანხმოების ახალი მიზეზია. არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა. თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს. პარტიის “ჩატი” დატოვა დიმიტრი ჩიქოვანმაც. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზენტაცია გუშინ გამართა […]
დავითულიანი რუსულ კანონზე: იმხელა არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა აშშ-სგან, ღირდა მიღება

ახლა უნდათ, რომ დაგვსაჯონ და ეს კიდევ ერთხელ მაძლევს იმის რწმენას, აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა, ამ კანონის მიღების დროსაც ვფიქრობდი, რომ ეს იმდენ ხმაურს გამოიწვევდა, იქნებ არ ღირდეს-თქო, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ღირდა, იმიტომ, რომ იმხელა არაადეკვატური და არაპროპორციული რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბევრი სხვა დასავლური პოლიტიკური ინსტიტუციების მხრიდან, რომ […]
სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ემსახურება ერთადერთ მიზანს – მოახდინონ ზეწოლა ქართველ ამომრჩეველზე

„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია – საქართველოს უნდა მართავდნენ მათი მარიონეტები. მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ. „სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ […]
არმაზ ახვლედიანი – ერთობა შედგა, ეს არის დასაწყისი

ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი-მიმაჩნია, რომ ის გაიზრდება, – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთობის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან განმარტა, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია. “ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ერთობის, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემთვის, ეს არის ერთიანი ხედვა საქართველოს დღევანდელ უმთავრეს საჭიროებებთან დაკავშირებით. პირველი: დავასრულოთ ივანიშვილის პოლიციური […]
ბექა დავითულიანი – როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? – არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ

როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ „ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“. დავითულიანის […]