პესკოვის თქმით, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე “ანტირაკეტა” ჩამოვარდა

კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ კიევის ბავშვთა საავადმყოფოს შემთხვევაში ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი. პესკოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით იმოქმედონ, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს გამორიცხავს. “და რომელშიც მითითებული, რომ ანტირაკეტის ჩამოვარდნაზეა საუბარი”, – თქვა პესკოვმა. 8 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. იერიშის ქვეშ მოყვა კიევი, დნიპრო, კრივოი როგი, პოკროვსკი, სლავიანსკი […]
გიორგი ვაშაძე – თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსების გაყინვა ევროკავშირისგან მკაფიო გზავნილია: „გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სახით სირცხვილი ჩამოირეცხეთ“

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვა „მკაფიო გზავნილია“. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე დასავლეთს ობიექტური ქმედებები აქვს. „ძალიან მკაფიო გზავნილია ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. გინდათ ჩვენთან ინტეგრაცია? 26 ოქტომბერს სირცხვილი ჩამოირეცხეთ „ქართული ოცნების“ სახით და ყველაფერი იქნება. თუ მტრად აცხადებ, ამბობ, რომ ომი უნდათ და […]
მედია – ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრების შესახებ არაოფიციალური წერილი მისწერა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ე.წ. „სამშვიდობო მისიით“ კიევში, მოსკოვსა და პეკინში იმყოფებოდა, არასაჯარო წერილი მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რითაც მან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვოლოდიმირ პუტინთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად წარმოადგინა კრემლის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ევროპელი ოფიციალური […]
ხათუნა სამნიძე – „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს – ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში!

„ქართული ოცნებისთვის” ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს – ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან საშიში! – ეს განცხადება მედიასთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა. სამნიძის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა […]
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტომ (QAA) დისტანციურ ფორმატში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – ამ შეთანხმების შესაბამისად, ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მიზნად ისახავს ორივე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას, – ამის […]
იაპონიის პრემიერ-მინისტრი – იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი

იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დაწყების წინ განაცხადა. „ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეასთან მისი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ამის ძლიერ შეხსენებას წარმოადგენს. იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი“, – […]
საია-ს ანალიტიკოსი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოგვიცხადეს, რომ არ გვაქვს უფლება სხდომას ფოიეში დაველოდოთ – შენობის შესასვლელ კარსა და შლაგბაუმს შორის დაგვიდეს ორი სკამი – გვითხრეს, რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოგვიცხადეს, რომ ანალიტიკოსებს უფლება არ გვაქვს სხდომას ფოიეში დაველოდოთ – გვითხრეს, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულება და შესაბამისად, ჩვენ სხდომებს უნდა დაველოდოთ შენობის გარეთ, – ამის შესახებ საია-ს ანალიტიკოსმა ნინო ნოზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან განმარტა, გამჭვირვალობის კუთხით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია გაუარესებული და სავალალოა. მისივე თქმით, მონიტორინგის განმახორციელებელი […]
„კასპერსკის ლაბორატორიამ“ კრიპტოვალუტისა და Telegram -ის ანგარიშების მოპარვის ახალი სქემის დეტალები გამოავლინა

„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა რუსულენოვან მომხმარებლებთან აღმოაჩინეს Telegram-ის ანგარიშების და კრიპტოვალუტის მოპარვის სქემა. ფიშინგ ბოტის გამოყენებით, თავდამსხმელები თავს ესხმიან ციფრული აქტივების მფლობელებს, რომლებიც ახორციელებენ P2P სავაჭრო ტრანზაქციებს (ვაჭრობის ტიპი, რომელშიც მომხმარებლები ახორციელებენ ტრანზაქციებს პირდაპირ, შუამავლების გარეშე) მესინჯერის შიგნით. კომპანიამ უკვე აღმოაჩინა რამდენიმე ასეთი ყალბი ბოტი. მისი თქმით, თავდამსხმელები ეძებენ მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ ტრანზაქციის განხორციელება კრიპტოვალუტით, როგორც […]
დავითულიანი EU-ს გადაწყვეტილებაზე: ტყუილია, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ზიანდება

მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს. […] სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა. ამის საბაბად რომ სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. […] თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით აზიანებს […]
საქართველოსა და მაროკოს შორის პირდაპირი ფრენის დაწყება განიხილება – განკარგულება

საქართველოსა და მაროკოს შორის პირდაპირი ფრენის დაწყება განიხილება. საქართველოს მთავრობამ მაროკოს სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლის ტექსტი უნდა შეიმუშაოს. „საქართველოს მთავრობასა და მაროკოს სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკების გამართვა პრემიერმა განკარგულებით შესაბამის უწყებებს დაავალა.