თეონა აქუბარდია – ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში აღარ მიდის, „ღირსეული პარტნიორობის“ შეჩერება კი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დასრულებაა

მაშინ როდესაც აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებიც კი ესწრებიან ამ სამიტს, საქართველოს იქ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე ყოფნა ნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ში აღარ მიდის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს ნატოს სამიტზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის უმძიმესია. „უმძიმესია ნატო-ს საიუბილეო სამიტი საქართველოსთვის. მას ილია დარჩიაშვილი არ ესწრება. იგი ესწრება […]
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მთავრობის დაპირების შესაბამისად ხორციელდება. „ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსახლეობის თხოვნა იყო, ასევე, ჩვენი დაპირებაც, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. […]
სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა. „აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების […]
კახა კალაძე – ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო

ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი. „არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და […]
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ნაყოფიერ პარტნიორობას, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ძალისხმევას ქვეყნის საჭიროებებისა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერაში, მათ შორის, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეფექტურად განხორციელების […]
საია – მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება „კლანური“ მმართველობა – ასევე, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება „კლანური“ მმართველობა. ასევე, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა, – ამის შესახებ ნათქვამია საია-ს ანგარიშში, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2023 წლისთვის არსებული მდგომარეობაა შეფასებული. კერძოდ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რიგით მე-12 ანგარიშში საუბარია, რა ხარვეზები გამოიკვეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში. აღნიშნული […]
გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა – პირველ ნაკადზე სკოლამ 20-მდე ბავშვს უმასპინძლა

გორში „საზაფხულო სკოლის“ პირველი ეტაპი დასრულდა – პირველ ნაკადზე სკოლამ 20- მდე ბავშვს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი 10-დან 12- წლის ჩათვლით მოზარდებს გასართობ-შემეცნებით პროგრამას სთავაზობს. „საზაფხულო სკოლაში“ ბავშვები 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებულები. პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ მიულოცა. „თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოგცათ საშუალება […]
დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა. „სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები – gwp-ის წარმომადგენლები „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში მონაწილეობდნენ

„ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მონაწილეობა მიიღეს „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. ფორუმზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა უმსხვილესი დარგობრივი ინვესტორის, Aquaila-ს საქართველოში ოპერირების მიზნებსა და „ჯივიპიში“ ევროპული სტანდარტების დანერგვაზე […]