,,კლანური მმართველობა” კვლავ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევაა – საია

9 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის რიგით მე-12 მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდია განხილული. მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კვლავ “კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და […]

გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ინფორმაციას ოჯახი და ახლობლები ადასტურებენ. ქეთევან კიკნაძე იყო კინორეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი […]

მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ […]

რატი იონათამიშვილი გენპროკურორობის კანდიდატ ალექსანდრე კობაიძეს – ფაქტობრივად, კენჭსაყრელი პოზიცია არ არის დარჩენილი, სადაც თქვენ ბედი არ გეცადოთ – ეს თქვენი ჰობია, თუ რით არის განპირობებული?

ბოლოს ერთმანეთს პარლამენტში შევხვდით, როცა, სახალხო დამცველის პოზიციაზე იყრიდით კენჭს. ბიოგრაფიაში ამ მხრივ ძალიან მდიდარი გამოცდილება გაქვთ. უბრალოდ მაინტერესებს, ეს თქვენი ჰობია, თუ რით არის განპირობებული, ფაქტობრივად, კენჭსაყრელი პოზიცია არ არის დარჩენილი საქართველოში, სადაც თქვენ ბედი არ გეცადოთ, – ამ კითხვით საპროკურორო საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გენერალური პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალექსანდრე კობაიძეს მიმართა. […]

საპროკურორო საბჭოს წევრი გენპროკურორობის კანდიდატ ალექსანდრე კობაიძეს – მე-6 კანდიდატი ხართ და სხვებზე ცუდი კომენტარები არ დაწერილა – მაინც და მაინც თქვენს შემთხვევაში რატომ იწერება?

თქვენთან მიმართებით აპროტესტებენ, რომ დღეს აქ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხართ წარმოდგენილი. კონკრეტულად უთითებენ შინაარსობრივ მხარესაც. მაგალითად, არის შემთხვევები, პირდაპირ წერენ, რომ გარკვეული თანხის საფასურად ვიღაცას დაჰპირდით, ვთქვათ, ციხიდან გამოყვანას და არ გამოიყვანეთ. მე-6 კანდიდატი ხართ, აქამდე მსგავსი არაფერი დაწერილა. მაინც და მაინც თქვენს შემთხვევაში რატომ იწერება ეს კომენტარები? – ამ კითხვით მიმართა საპროკურორო საბჭოს წევრმა, […]

გიგი წერეთელი – საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს

საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოს ევროინტეგრაციასა და თანმდევ პროცესებზე პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას. გიგი წერეთლის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები სამწუხაროა, თუმცა მიაჩნია, რომ ისინი რეალობას აღნიშნავს. „ჩვენ მოვისმინეთ ლიდერების პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში – მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ხსნიან მოლაპარაკებების პროცესს და […]

სამნიძე: ვფიქრობ, მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ვიქნები უფრო მეორე პოლიტიკურ ცენტრში

ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ვიქნები უფრო მეორე პოლიტიკურ ცენტრში, სადაც განიხილება ახალი, ლელო, დროა და გირჩი, თუმცა ჯერ, რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებები პროცესშია, როგორც იცით, შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ როგორც გაკეთდა საერთო ოპოზიციური განცხადება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორია ეს კონფიგურაცია და სად შეიძლება, იყოს რესპუბლიკური პარტია ჩემი სახით.

აქუბარდია: ოცნების ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა

ოცნების მიერ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებმა და ანტიდასავლურმა, ანტიეროვნულმა ნაბიჯებმა უკვე უკიდურესად დააზიანა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ჯარი. აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესს მოჰყვა არა მხოლოდ ერთობლივი სამხედრო მრავალეროვნული სწავლების, ღირსეული პარტნიორის გაუქმება, არამედ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან დახმარების გაქრობა, რისი დასტურიცაა 2025 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტიდან საქართველოს საკითხის ამოღება. ამაზე […]

საერთაშორისო ტურნირზე ბატუტზე ხტომებში ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

პორტუგალია, ქალაქი კოიმბრა მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ბატუტზე ხტომაში. ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ დაიწყეს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირზე. მათ მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშებს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. შეჯიბრებაზე, მარიამ გაბრიაძემ გუნდურ ოქროს დაუმატა ინდივიდუალური ოქრო (U12 კატეგორია), ხოლო ქრისტინე პლეხანოვმა იმავე კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ოქროს მედალი ასევე […]

ჩინეთისა და ინდოეთის აქციები აზიის წამყვანი აქციები გახდება – TBC კაპიტალი

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთისა და ინდოეთის აქციები სავარაუდოდ აზიის წამყვანი აქციები გახდება წლის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ TBC კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვაში ვკითხულობთ. TBC კაპიტალი წერს, რომ ჰეჯ-ფონდებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ე.წ. Short პოზიციები Tesla-ს წინააღმდეგ. შინაგან ეკონომიკაზე მიბმული ბრიტანული აქციები კი გაიზარდა ლეიბორისტული პარტიის მძლავრი გამარჯვების შემდეგ. ამას გარდა, მზარდი საზაფხულო მოთხოვნის ფონზე, ნავთობის მიმართ […]