დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა. „სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში ახალგაზრდებმა პერფორმანსები „ძალა ერთობაშია“ და „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ წარმოადგინეს. პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. სხვადასხვა თემატიკაზე პერფორმანსების ჩვენება გორის მიწისქვეშა გადასასვლელსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცშიც მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან და მოზარდებთან მუშაობენ რეჟისორები და მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთაშორისო […]

საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას! მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა – აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას. ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება და გარე და შიდა მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს […]

ჰარმსი: საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია… ქართველები არ უნდა დანებდნენ

საქართველოსთვის სამწუხარო მომენტია. გადაწყდა მოლდოვასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნა, რადგანაც ისინი ასრულებენ პრიორიტეტებსა და კრიტერიუმებს მაშინ, როდესაც საქართველო ჩამორჩება. საქართველოში ყველასთვის ცნობილია, რატომ მოხდა ეს, ვინ მიჰყვა რუსულ კანონს, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია, როგორ იძალადეს დემონსტრანტებზე, იმ ხალხზე, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. ამიტომ ბევრი მიზეზი არსებობდა ნეგატიური გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ქართველები არ უნდა დანებდნენ. საქართველოში […]

40-ს გადააჭარბა რუსეთის 8 ივლისის იერიშის შედეგად უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა

უკრაინაზე რუსეთის არმიის გუშინდელი მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. სამშაბათს დილით, ცნობილი იყო 38 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, კიევის ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების გაწმენდის დროს კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ ადგილებში მიმდინარე სამაშველო და აღდგენის ოპერაციების კადრები, რომლებზეც წუხელ რუსეთის […]

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური – ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი

ვაშინგტონს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. „საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო უკრაინა-რუსეთის ომის მხარე არ უნდა გახდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ ნატო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარე არ უნდა გახდეს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ, ასევე, ვიცავთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რომ ნატო კონფლიქტის მხარე იყოს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სამართლიან მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს. ჩვენ მივიღეთ […]

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ფუძნდება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ფუძნდება. მოძრაობის გეგმებს შესახებ ხვალ მედიასთან შეხვედრა იგეგმება. „მოძრაობის დაფუძნების შესახებ 10 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების […]

ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მთავრობას ვუწევდით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ბლოკი მთავრობას უწევდა, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს. “სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ […]

10 ივლისს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება

ოთხშაბათს, 10 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ. საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა […]