საერთაშორისო ტურნირზე ბატუტზე ხტომებში ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

პორტუგალია, ქალაქი კოიმბრა მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ბატუტზე ხტომაში.
ჩვენმა გოგონებმა: ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ქრისტინე პლეხანოვამ დაიწყეს ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირზე. მათ მშვენივრად გაართვეს თავი ვარჯიშებს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
შეჯიბრებაზე, მარიამ გაბრიაძემ გუნდურ ოქროს დაუმატა ინდივიდუალური ოქრო (U12 კატეგორია), ხოლო ქრისტინე პლეხანოვმა იმავე კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.
ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ვაჟებში (13-14 კატეგორიაში) ლუკა ლომთათიძემ. გიორგი დელიბაშვილმა (U12 კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედალს ასევე დაეუფლა (13-14 კატეგორიაში) ნინო ქორიძე, ხოლო ბრინჯაოს (15-16 კატეგორიაში) მაია ბოჭორიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ