რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ინდოეთის მოქალაქეებთან კონტრაქტებს გაწყვეტს

ინდოეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, საკონტრაქტო სამსახურიდან გათავისუფლდებიან და სახლში დაბრუნდებიან, – ინფორმაციას ინდური ტელეარხი NDTV ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთის აღნიშნულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაშიც დაეხმარება. NDTV-ის ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ […]
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 500 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდება

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტ ლურჯი მოცვი გავა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის […]
უკრაინამ ევროკავშირთან 5,27 მლრდ ევროს დახმარების შეთანხმებას მოაწერა ხელი

უკრაინამ ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 5,27 მლრდ ევროს საგრანტო დახმარების მიღებას არეგულირებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ევროკავშირისგან საგრანტო მხარდაჭერის მოზიდვის შესახებ მთავრობამ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მიიღო. „მთავრობამ Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 5,27 მილიარდი […]
გომელაური შს მინისტრის პოსტს ტოვებს?! – „კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო“

ანი დვალიშვილი „ალიას“ ინფორმაციით, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დატოვებს. კი ამბობს ხოლმე ბატონი ვახო, უკვე მერამდენედ მომხსნეს ჟურნალისტებმაო, მაგრამ როგორც წყარო გვიყვება, ახლა საქმე ბევრად სერიოზულადაა და გომელაურმა კაბინეტიდან პირადი ნივთები უკვე გაიტანაო. არადა, ყველა ამბობდა, რომ გომელაურს წასასვლელად გამზადებული გრიგოლ ლილუაშვილის შემცვლელად ამზადებდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეები კარგად […]
იქნება თუ რა ნიკა გილაური „ახალი”, „დროა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” პრემიერობის კანდიდატი?

“პირველების” ინფორმაციით, „ახალი”, „დროა” და „გირჩი-მეტი თავისუფლება” პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერსა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ნიკა გილაურის კანდიდატურას განიხილავენ. „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ და რასაც ხელი მოვაწერეთ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ამას ჩვენ ვეთანხმებით და […]
გამორჩეული ბუღალტრული მომსახურება თქვენი კომპანიისთვის

„ენთები“ 9 წელზე მეტია ქმნის თანამედროვე და განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ბუღალტრული მომსახურების სფეროში. 2024 წლის მარტში თიბისის მიერ ორგანიზებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაში კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. „ენთები“ ყოველთვიურად 600-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. კომპანიის ფასეულობების ცენტრში დგას მომხმარებელი და მისთვის კომფორტული, სანდო და […]
მარგინალებს ეხმარება თემის წამოწევაში – ზარქუა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოში მთავრობის შეცვლას გეგმავს და ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული. “როგორ უყურებთ, კაცო, ამ რუსეთის ეფესბეს დაზვერვის ინფორმაციებს და მედიებს. ჩვენ არ ვუყურებთ, არც მაინტერესებს. რა ინტერესი გაქვთ, გამაგებინეთ, რომ დადებული არა აქვთ, თქვენ უკვე იცით ეს ყველაფერი”. […]
სამხრეთ აფრიკაში დაიღუპა ტურისტი, რომელსაც სპილოების ჯოგმა გადაუარა

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, პილანესბერგის ეროვნულ პარკში ესპანეთიდან ჩამოსულ ტურისტს სპილოების ჯოგმა გადაუარა, ტურისტი ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ტურისტებს წინასწარ აფრთხილებენ, არ დატოვონ ავტომობილები, მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით მიჰყვებოდა მდედრი სპილოების ჯოგს. “ნავარაუდებია, რომ მამაკაცმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და სპილოებს სურათების გადასაღებად მიუახლოვდა”. – თქვა სამშაბათს პოლიციის პრესსპიკერმა, საბატა მოკგვაბონემ. […]
ქედაში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქედაში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 30 წლის პირი დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, […]
„ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად ,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც,,ქურდულ […]