რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ინდოეთის მოქალაქეებთან კონტრაქტებს გაწყვეტს

ინდოეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, საკონტრაქტო სამსახურიდან გათავისუფლდებიან და სახლში დაბრუნდებიან, – ინფორმაციას ინდური ტელეარხი NDTV ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთის აღნიშნულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაშიც დაეხმარება.
NDTV-ის ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარში წამოჭრა და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)