სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი 30%-მდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი 30%-მდე გაიზარდა. 2023 წელს საქართველომ $27 მლნ-ის სამედიცინო მოწყობილობები შეიძინა. საუბარია სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებზე, წნევის საზომ აპარატებზე, ენდოსკოპებზე, სისხლის გადასხმის აპარატურაზე, ნერვული სტიმულირების აპარატურასა და სხვა „წვრილ“ სამედიცინო ტექნიკაზე. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება $26 792 000-ია. იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა: ნიდერლანდები, გერმანია, ჩინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და სხვა. შარშან […]
ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით, აჭარის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალული ახალგაზრდა სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუ-ის და Lion Trans-ის პარტნიორობით შემუშავებულ ავტოდილერის მოსამზადებელ ტრენინგკურსს გადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები „ავტომობილების დილერის მოსამზადებელ“ სამმოდულიან ტრენინგკურსს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ავტოდილერის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგკურსი, რომელიც მიმდინარე წლის 21 მაისიდან ამოქმედდა და 2 თვის თავზე დასრულდება, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და კომპანია Lion Trans-მა სამიზნე ჯგუფისთვის – სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის […]
სოზარ სუბარი – სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადება ერთადერთ მიზანს ემსახურება – ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინონ

სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, „დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია – საქართველოს მათი მარიონეტები უნდა მართავდნენ“. სუბარის თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ. „სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ […]
ირაკლი ზარქუა – მაქვს განცდა, რომ გავლენიანი ჯგუფები, რომლებსაც ელჩებზეც აქვთ გავლენა, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდეგ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან

მაქვს განცდა, რომ გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა მათ შორის ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდგომ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან – ეს ყველაფერი ამას უკავშირდება! – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ. […]
წერეთელი კარპენტერზე: მივიღებთ უფრო ღრმა სანქციებს, რითიც, სამწუხაროდ, ქვეყანა ზარალდება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია. გიგი წერეთლის თქმით, ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ ეს ათწლეულების ნაშენები ურთიერთობა უპირობო არ იქნებოდა, ხოლო ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არცერთი პირობა არ შეესრულებინა. “შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ […]
უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაცია ერთ სივრცეში – TNET-ის ახალი შეთავაზება

ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია TNET მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს: კომპანია ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/გაფორმების მომსახურებას, თბილისიდან გაუსვლელად – TNET-ის ახალ სერვისზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგშელიძე საუბრობს. “სიტყვა “მარტივი” ზუსტად ასახავს იმ სერვისს, რაც ჩვენ შევქმენით. ვეცადეთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ის გაჩიანის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ყარაჯალასა და ყარათაკლიას. „გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების […]
ინდოეთის პრესა: კონტრაქტებს შეუწყვეტენ და შინ დააბრუნებენ რუსეთის არმიაში მებრძოლ ინდოელ მებრძოლებს

ინდოეთის მოქალაქეებს, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოაწერეს ხელი კონტრაქტებს და უკრაინაში იბრძვიან, გაათავისუფლებენ და სახლში დააბრუნებენ. ამის შესახებ ინდოეთის ტელეარხი NDTV იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. ტელეარხის თანახმად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს საკითხი დააყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა 8-9 ივლისს. NDTV იტყობინება, რომ ინდოეთის ოცამდე მოქალაქე მოხვდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ისინი დაიქირავეს […]
თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის ერთად შეკრება, მათი გაძლიერება და ინსპირაციის მიცემა იყო. თიბისიმ უკვე მესამედ დაუჭირა მხარი კონფერენციას და მასში მონაწილეობაც მიიღო როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ. კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის […]