ფიშერი: გერმანია საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან მიმართებაში დამატებთ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. ამასთანავე, მისი თქმით, აშშ-ის შემდეგ, გერმანულმა სამხედრო ძალებმაც გააუქმეს მონაწილეობა “ღირსეული პარტნიორების” წვრთნებში. სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ხელისუფლებების ანტიდასავლური ქმედებების გამო შეაჩერა. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. […]

“რეგიონში შექმნილ ვენჩურულ “ფონდის ფონდში” საქართველოც უნდა გაერთიანდეს” – future laboratory

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პირველი ქართული ვენჩურული ფონდის, future laboratory-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ქაშიბაძე BM.GE-სთან საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში “ფონდის ფონდის” შექმნა მიმდინარეობს, რომელიც მცირე ვენჩურული ფონდის დაფინანსებას უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, თუ ამ ფონდში საქართველოც გაერთიანდება, მას სხვა ფინანსური ინსტიტუციებისა თუ დაფინანსებების საშუალება ექნება. “ჯერჯერობით, ეკოსისტემაში პროცესები […]

აუცილებლად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, რომ არ ვიყოთ ენერგოდამოკიდებული ქვეყანა – მაია მელიქიძე

ჩვენ ნამდვილად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, 2030 წელს და მანამდეც რომ არ აღმოვჩნდეთ ენერგოდამოკიდებულ ქვეყანათა რიცხვში, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სხვა გამოსავალი არ გვექნება, გარდა ერთისა – ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, რაც არავის არ უნდა, ან უნდა მოვახდინოთ ელექტროენერგიის […]

ელჩი: არასდროს მინახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება, ამ კანონით EU-ში ვერ შეხვალთ

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას, თავისი საქმიანობის განმავლობაში, “არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება.” მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისა და ინსტიტუციების სრული უმეტესობა აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღება საზიანოა საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში შეერთება შეუძლებელია. ფიშერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე. […]

ხევსურეთში ახალი საოჯახო სასტუმრო „გრილო“ გაიხსნა – რა ღირს განთავსება?

ხევსურეთში, საოჯახო სასტუმრო „გრილომ“ სტუმრების მიღება დაიწყო. სტუმარმასპინძლობის ახალი ობიექტი სოფელ ხონისჭალაში, მუცოდან 3 კილომეტრში, შატილი-ომალოს დამაკავშირებელ ტურისტულ მარშრუტზე გაიხსნა და პირველ სტუმრებსაც უკვე უმასპინძლა. საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი ლუხუმ შეკეთაური BM.GE-სთან ამბობს, რომ ობიექტის მოწყობის იდეა რამდენიმე წლის წინ, ტურისტებიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე გაუჩნდათ და პროექტის განხორციელებისთვის, გასულ წელს სახელმწიფო სააგენტო „აწარამოე საქართველოში“-ს გრანტიც მოიპოვეს. […]

„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა

„საქკაბელმა“ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმში მონაწილეობა მიიღო. კომპანიამ საზოგადოებას საკაბელო და არასაკაბელო კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად ახალი კაბელებიც გააცნო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ წარმოდგენილ ნიმუშებზე დეტალური კონსულტაცია მიეღოთ. „საერთაშორისო გამოფენა საუკეთესო ასპარეზია ინფორმაციის გაცვლის, პროდუქციის წარდგენისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებაში მონაწილეობა, B2B შეხვედრები, პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან, რომელიც მომავალი […]

“IT სექტორს შეუძლია ეკონომიკის წამყვანი დარგი იყოს” – Phubber

Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ IT სექტორს შეუძლია ეკონომიკის წამყვანი დარგი იყოს. მისი შეფასებით, 10 წლის თავზე სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან კარგად ვითარდება და ჯერ ყველაფერი წინ არის. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ 5-10 წლის განმავლობაში, პირველ ქართველ „უნიქორნსაც“ (მილიარდ დოლარად შეფასებული კერძო კომპანია) იხილავენ. „სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო 10 წელია აქტიურად […]

33 დაღუპული – კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 8 ივლისიდან მიმდინარეობდა რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ. ოპერაცია დასრულებულად დღეს, 10 ივლისს დილით გამოაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ოფიციალური მონაცემებით, 8 ივლისის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავდა 121, მათგან 10 ბავშვი. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 8 ივლისს, რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უკრაინა ნატოს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს

უკრაინა მიიღებს საჰაერო თავდაცვის კიდევ ხუთ სტრატეგიულ სისტემას, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვას თავისი ქალაქები, სამოქალაქო მოსახლეობა და სამხედროები. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება 9 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნის შემდეგ გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იტალიის, რუმინეთის, ნიდერლანდის და უკრაინის ლიდერებმა. აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდი ამ სისტემების მუშაობისთვის […]