+36 +38 გრადუსი – ნახეთ, ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.~ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]

ევრო 2024-ის მატჩების განრიგი

მსოფლიოს ყურადღება გერმანიისკენ არის მიპყრობილი, სადაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 51 მატჩი იმართება. გთავაზობთ, ევრო 2024-ის მატჩების განრიგს: 14 ივნისი – პარასკევი გერმანია 5:1 შოტლანდია 15 ივნისი – შაბათი უნგრეთი 1:3 შვეიცარია ესპანეთი 3:0 ხორვატია იტალია 2:1 ალბანეთი 16 ივნისი – კვირა პოლონეთი 1:2 ნიდერლანდები სლოვენია 1:1 დანია სერბეთი 0:1 ინგლისი 17 ივნისი – ორშაბათი რუმინეთი […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 10 ივლისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 10 ივლისს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7511; 1 ევრო – 2.9783; 1 ფუნტი – 3.5266; 1 ლირა კი 0.0839 ლარი ეღირება.

მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობ ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7511 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9783 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9670 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა – პეტერ ფიშერი

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში. „დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების […]

„ავტომფლობელებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯი და რისკია“ – რას გამოიწვევს ტექდათვალიერების გაძვირება?

ტექნიკური პერიოდული დათვალიერების საფასური ძვირდება. 2025 წლიდან ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ, დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება, – ამის შესახებ „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ტექინსპექტირების კავშირში ამბობენ, რომ ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციები აქვთ და სავარაუდოდ განახლებული ტარიფები ძალაში 2025 […]

გერმანიის ელჩი: საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის […]

ფიშერი: გადავწყვიტეთ, აღარ ავიღოთ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე

საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში.

$1 მლრდ ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო დახმარება უკრაინისთვის – NATO-ს სამიტის შედეგები

NATO-ს ქვეყნები უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით დაეხმარებიან და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ. ამის შესახებ ცნობილი NATO-ს ვაშინგტონის სამიტის პირველი დღის შეხვედრის შემდეგ გახდა. პროცესში ჩართულია 5 ქვეყანა: აშშ, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და რუმინეთი. საერთო განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, უკრაინა დამატებით Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიღებს აშშ-სგან, გერმანიისგან […]